* * * უსპეტაკესი ზეცა
უსპეტაკესი ზეცა
ლურჯი ბროლია მინის,
შლილია კეცა-კეცა
გზა სიმღერის და ლხინის.
და სიხარულად მაღლა,
როგორც ანკარა ფრთები,
აღიმართება ახლა
კავკასიონის მთები.
ჩვენი სალამი კიდევ
უდიდებულეს მყინვარს,
ასე სიბნელით აღმდგარს,
ასე დიადად მბრწყინავს!
[1955; 1957 წლის 14 აგვისტომდე]