* * * მოგზაურობდეთ, ქადაგებდეთ...
მოგზაურობდეთ, ქადაგებდეთ
ქალაქად, სოფლად,
მშვიდობიანი სიცოცხლისას
ანთებდეთ სანთლებს,
ევლინებოდეთ მიდამოებს
მშვიდობის მყოფლად,
სიმღერებით რომ ახალ-ახალ
გზებს ასინათლებს!
ასე ახალწლის მონათების
ამბებს მოასმენს
ერთი კუთხიდან მეორემდე
სიათს სიათი,
რომ მოემზადონ თავდაცვისთვის,
რომ ღალატს რასმეს
დაუნდობელი და ბოროტი
აწყობს წყვდიადი!
1955