მშვენიერი აფხაზეთის
მშვენიერი აფხაზეთის
ჰყვავის დედაქალაქი,
იმ მარჯვენას გაუმარჯოს,
ვინც მას დასდვა ამაგი.
სასახლე თუ მშვიდი ბინა,
საოცარი ბაღები, -
არემარეს მოეფინა
მშვენი ბაირაღები.
ლამაზი და მდიდარია
აფხაზეთის ბუნება,
მიყვარს შავ ზღვის, ბუმბერაზის,
დაძვრა-აგუგუნება.
1945