ცა გაქვს ისეთი
მხარევ, გეთაყვა, ცა გაქვს ისეთი,
თითქო ლაჟვარდებს მოსტირის ზეთი.
ერთი ღრუბელი ცაზე არა სჩანს,
სახეზე კი გცემს წვიმების წვეთი!
მხარეო, გმადლობ... გასაკვირველი
ჩვენ შავი ზღვა გვაქვს პირველთ-პირველი.
აქ ყველა მღერის: არაგვის, თერგის,
ენგურის, მტკვრის და ფაზისპირელი!
[1944]