დღემ გაიარა მადლობა დიდი! დღემ გაიარა,საღამოს ზარი ისმის შორიდან,მზემ დასავლეთი დააიარაგადმოფენილი მთა და გორიდან.ოჰ, ყველაფერი გაჰქრა ქარივით,სულო, ოცნებას ვეღარავის ჰფენ,მოსილი ჩრდილთა ნასიზმარევითდავრჩით ქარივით ისევ მე და შენ...1921