* * * სთვლემენ მხატვრები აღმოსავლეთის...
სთვლემენ მხატვრები აღმოსავლეთის,
ესიზმრებიან მათ სიშორენი -
რა უბოლოოდ მიქრის ყორანი.
ცეცხლის ამურმა მოიარა ყველა ქვეყნები.
და არ დაივიწყა აღმოსავლეთიც.
ცეცხლის ამური
უახლოვდა აღმოსავლეთს, როგორც ბნელი სიასამური.