დღიური-661-14 - 1944 წელი
პატივცემულო ახალგაზრდობავ!
საჭიროდ ვთვლი, სანამ წაგიკითხავდეთ რაიმეს, მოვიგონო ერთი რამ. ოცდაათი წლის წინ, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის დიდი მეგობრის - არტურ ლაისტის წერილი: „ზღვა და საქართველო“.
დაახლოვებით ამ წერილის შინაარსი ასეთი იყო: საქართველოს აქვს მშვენიერი ზღვის სანაპიროები;
მიუხედავად ამისა, ქართულ ლიტერატურაში არა სჩანს ზღვის ტემატიკა, ზღვის მოტივები.
რუსთაველის უკვდავ „ვეფხის-ტყაოსანშიც“-ო, - ამბობდა არტურ ლაისტი, - ზღვა მხოლოდ გაკვრითაა ნახსენებიო, და სხვ.
[ლაისტს გამოყავდა დასკვნა, რომ ქართველობას, თითქო, საზოგადოთ არ უყვართ ზღვა. (ეს სხვათა შორის)].
[ახალგაზრდებო!] საერთოდ აქ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე... [მართალი არის თუ არა არტურ ლაისტის ეს შეხედულება] ეს ლიტერატურის მკვლევარების საქმეა.
[ჩვენთვის, მეოცე საუკუნის ქართველი მწერლებისთვის კი უდავოდ ნათელი [იყო] არის].
და ეს მე მოგახსენეთ ისე, მხოლოდ ინფორმაციისათვის.. [ჩემი აზრით, სწორია ზღვის თემატიკა].
* * *
ეხლა, ნება [მიბოძეთ] მომეცით, გაგიზიაროთ მოგონება იმის შესახებ, თუ როდის, რა პირობებში, რა შთაბეჭდილების გამო დაიწერა ის ლექსი, რომელიც აქ მინდა წავიკითხო.
გალაკტიონი