დღიური-472-3 - 1940-იანი წლები
არსაიდან ხმა, არსითძახილი
არ ესმით სახლებს
მხოლოდ ხანდისხან შემღერის ძაღლი
მთვარეს სიმაღლეს
ამის ჩამწერს არ ესმის ელემენტარული თვისებები ჩემი წერის მანერის. ოთხ სტრიქონში [ექვსი] რვა (8) შეცდომაა.
არსაიდან ხმა, არსით ძახილი
არ ესმისთ სახლებს,
მხოლოდ ხანდახან შემღერის ძაღლი
მთვარის სიმაღლეს..
აი, როგორ უნდა.