თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორს – ამხ. დ. მჭედლიძეს
საქართველოს მწერალთა კავშირი გთხოვთ, დაგვეთმოს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ა. წ. 7 ივლისისთვის, საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამოს ჩასატარებლად.
[ხელშეკრულებას ხელს მოაწერს – [გალაკტიონ ტაბიძე] ამხ. იროდიონ ქავჟარაძე, მწერალთა კავშირის საქმეთა მმართველი].
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მდივანი
/ბ. ჟღენტი/
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის საქმეთა მმართველი
/ი. ქავჟარაძე/
1958 წ., 23 ივნისი, ქ. თბილისი