* * * ზარალი თუ გმირი?..
ზარალი თუ გმირი?
მას მკვდარი ჰგონია
ტფილისის სასაზე
ხმა ჰარი-ჰარალის -
ზარალი! უბირი
სისქე და ქონია!..
არ არის ეს ასე -
არ არის, არ არის!
ვით ჭირი და როგორც
ერთგვარი სახადი -
გაივლის ეს სენი:
მემარჯვენეობა.
რომ ურმის ძველ გოგორს
ტაძრები ნახატი,
ფიქრი ესენინის...
[1930-იანი წლები]