„მნათობის“ რედაქცია
უდაბნოდ ისმის აქლემთ ხათქანი,
ამ ქარავანით ვინ არ გაერთოს.
მკითხველო ჩემო, ორი მათგანი
ნაცნობებს გვანან ჩვენსას საერთოს:
პირველს - ხელში აქვს ნიმფების სურა,
მეორეს ძველი ლიტერატურა,
მაგრამ ვერც ერთის ვერ ითმენს კუზი,
თუ საიდანმე შეუჩნდა ბუზი.
მაშინ იფეთქებს ბრაზის გუბება,
დაიღუპება რა ძველი ძმობა
და საქმე ომზე მიდგება რა-კი,
გაისრისება შვაში კოზაკი.