შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ყოველ დილობით...


ყოველ დილობით: ეს არის
არისტოკრატის გართობა,
საუზმე, მოწყენილობა,
ფინიას უკუღმართობა.
პური პურს არ გავს, ყველი - ყველს,
თართს არ ემჩნევა თართობა.
ვერ შველის ამნაირ დილას
ვერც ფარდა, ვერც უფარდობა.