შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ავადა ხარ...


ავადა ხარ, ცხოვრებისგან
სნებით ფეხქვეშ განატანი -
მისანდობარ ექიმს ეძებ
და შეგხვდება შარლატანი.
მისთვის ჯერ ხარ ავადმყოფი,
მერე ქისა და მადანი.
ამვსებელი მისი ჯიბის,
და სიმდიდრე თანდათანი.
არ მინახავს კაცი იყოს
რომელიმე ამათთანი.