* * * მე მეგობრებს ვთხოვ...
მე მეგობრებს ვთხოვ,
ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
ჭაღარა გორი;
აქ არა ერთი -
და არა ასი,
არა ათასი
აშლილა ქორი.
მე მეგობრებს ვთხოვ,
ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
ეს გორის ციხე,
აქ გაისმოდა
ძახილი: გასწი!
მომხდური იხევს -
მისდიე, მიჰყე!
მე მეგობრებს ვთხოვ
ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
ამ ციხის წვერი.
გადალეწილა.......
...............................
იქ არაერთხელ
მოსულა მტერი.
[1947]