შუალედი - დან - მდე
 
 


ცხოვრება ჩვენთვის მოცემული


1
ცხოვრება, ჩვენთვის მოცემული ბუნების მიერ,
ბუნებასავე მიაქვს, როგორც - გრიგალს ნიავი.
მაგრამ ბუნების მოცემულ ნიჭს ის ვერ წაიღებს;
ნიჭი მარადის უკვდავია... ყოფნა - მოკვდავი.

2
ადამიანს, როს არაფერი ქვეყნად არ სჯერა,
არც არაფერი მას ქვეყნად არ დაეჯერება...

[1930-იანი წლები]