სამარესთან
რად მხიბლავდა, ბანოვანო, ეგრე უცებ
ამოსულის
ნორჩი სუნთქვა მალხინელი და მომლხინო
ამო სულის.
რა ვქნა, ფიქრი სევდად მაწევს, რა ვქნა, ჩემი
კვნესა და ხმა
ვეღარ მოგწვდა უსულოდქმნილს.. დაცამტვერდა,
დასჭკნა, დახმა!
იუცხოვა სველმა მიწამ ჩემს თვალთაგან
ცრემლის დასმა.
გაკვირვებით შემომხედა ყვავილთ გუნდმა,
ფრინველთ დასმა.
გულის ფიქრი, ძალ-მიხდილი, ცეცხლის შიშის
გამო იწვა,
მაინც დადნა შენს საფლავთან, მაინც ცეცხლად
გამოიწვა.
ცრემლთ ნიაღვარს გადმომსკდარსა, შენკენ მიწა
გავუხარე,
ობოლ სულთქმას ისევ ისე ცეცხლის ალი
გავუხარე.
ისევ ისე ცისა ნამი თავს დაგხარის,
გულზე გესმის,
ბანოვანო, ჩემი კვნესა, რად არ გესმის,
რად არ გესმის?
ედემიდან ამოსულის ნორჩი ფრენა,
ბგერა და ხმა
აღტაცებულ ამო სულის გულშივ ჩაჰქრა,
დასჭკნა.. დახმა!
[1910-იანი წლები]