შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მთვარე ღრუბელქვეშ შუა-ღამისას...


მთვარე ღრუბელქვეშ შუა-ღამისას
მკრთალ ნათელსა ფენს აყუდებულ მთებს,
ხეობა სთვლემს და ამბავს წამისას
არაგვი უთხრობს საყდარ-ნანგრევებს.
მთვარე, ღრუბელი მიდის და ჰქრება,
სიდღანაც ისმის ბულბულის სტვენა..
მთვარე ღრუბლიდან კვლავ იცქირება,
ისევე ბადრი ამოესვენა.

სევდით სავსეა მისი ნათელი,
როცა ცაცხვთ ფოთოლს ქსელში იბნევა
და ტბის კამკამზე წყნარი და ნელი
ვერცხლისფრად, ნაზად გადაიფრქვევა.
და ტბაში მოსჩანს იგივე მთვარე,
იგივ წყნარი და მინაზებული,
ოქროს ბურთივით ნაზ-მოელვარე,
ცეცხლად გაშლილი და ანთებული.

თეთრი ზამბახის სიზმარი ღამით
გაურკვეველი და ნაზი რამე,
ცელქ ნიავს გააქვს გიჟურ სიამით,
და თვის გულმკერდში ითავსებს ღამე.
ფოთლებსა სძინავთ.. უმანკო ძილი
თეთრ ტანთსაცმელად მოხვევია გარს...

[1910-იანი წლები]