შუალედი - დან - მდე
 
 


ბოგემა


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

იქ მათი ცხოვრება
არაფერსა ჰგავს,
პარიჟი - ითვლის მთვარეებს ცაზე -
ის ერთი მთვარე
მეტია ასზე!
და მთებიც ქანაობს,
რა უნდათ სახლებს?
პარიჟი იგერებს
პოეტებსა და ძაღლებს;
პარიჟი სულ მალე მოიკლავს თავს.
„გენია“ ღვინოში
თავს იკლავს, სხვასაც ჰკლავს.

[1930]