შუალედი - დან - მდე
 
 


დღითა და ღამით


[ციკლიდან „ეპოქა“]

ამნაირი დღე, იცი, რას უდრის?
ფეთქავდა ტვინი გამძაფრებული,
ვით გასაღები, მღელვარე ქურდის
დაკეტილ განძთან ჩასაფრებულის.

დღითა და ღამით ტელეფონები
გაიძახოდნენ: ალლო! გარაჟი!
დღითა და ღამით დანამონები
ატრიალებდა კარებს დარაჯი.

[1928]