შუალედი - დან - მდე
 
 


მეწყერი


[ციკლიდან „ეპოქა“]

მეწყერი გარინდებულა, არ იძვრის, გინდა შესწყერი!
მე მინდა ვუთხრა უძრავებს: წინ წყალი, უკან მეწყერი!
ეს უძრაობა დროდადრო მეც მიშლის - შრომა მჩვევია,
მაგრამ წრფელ ხმაში არასდროს ყალბი არ გამირევია.

მეწყერი მთიდან დაეშვა, მეწყერი ღრიან-კლდოვანი,
თან მოაქვს მთას მოწყვეტილი ტყეები - სამოცწლოვანი.
სამოც წელს ვუახლოვდები, სიბერის ხანა მწვევია.
მეტყვიან: ერთი ღერი თმა კაცს თეთრი არ გირევია.

მეწყერი მთიდან დაეშვა, ხეობას აღარ დაჯერდა;
მაგრამ წყალს შეხვდა მდინარეს, და იმწუთშივე გაჩერდა.
მე კი ჩემს თასში არასდროს წყალი არ გამირევია!
რა არის წყალი ლხინისთვის, ან - დარდი როცა გწვევია?

[1928]