მუხები ვაზები გახმა, აღარ მოაქვს ნაყოფი ხეხილს,გადაუვლია აქაც ქარტეხილს.მაგრამ შეხედე: ძველისძველი დგანან მუხები,რაც ბერდებიან, ემატებათ თითქო სიახლე.მომავლისათვის სიახლე აქვთ ხელშეუხები -ახალ ქართათვის აგებული მძლავრი სასახლე.[1925]