შუალედი - დან - მდე
 
 


ხალისიანი კრთომა


[ციკლიდან „ეპოქა“]

ქალაქს აღვიძებს დილის
ხალისიანი კრთომა,
ქარხნის დაზგებთან ღვივის
თავგანწირული შრომა.
გადაიტანა დრომა
ბევრი ღელვა და წყრომა,
მინდორს ედება გლეხი
და ასკეცდება შრომა,
აზრმაც დაიწყო შებმა,
ლექსმაც დაიწყო ტყდომა,
მთელ ქვეყანაზე ჰქუხდეს:
შრომა, შრომა და შრომა!

[1928]