* * * ქარხანა შრომობს...
[ციკლიდან „ეპოქა“]
ქარხანა შრომობს, ბორბალი ბრუნავს,
წარმოებისთვის წამი არ იცდის,
საკაცობრიოდ იცვლება შრომად
ძველი ბუნაგი კაპიტალისტის.
დაატრიალეთ მედგრად ბორბალი.
ამ მტკიცე ხმაში მკაფიოდ ისმის -
პროლეტარული აღფრთოვანება
მოახლოვებულ სოციალიზმის!
[1928]