შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მონა იყავი გარემოისა...


[ციკლიდან „ეპოქა“]

მონა იყავი გარემოისა,
მონა უსახო, მონა ძლეული,
ვით იქნებოდი გვირგვინი ქვეყნის
უსულო საგნად გადაქცეული?
მონა მტარვალი, უგულო მონა,
უმოქმედობის და უგნურობის,
თავისუფლებამ რომ მოგაშუქა,
ეხლა რაღა გჯის ბედის მდურებას?

[1928]