შუალედი - დან - მდე
 
 


შენ მიდიხარ...


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ მიდიხარ. შენი წასვლით
კიდევ უფრო დაგვაღონე,
რატომ წინათ, რატომ ადრე,
სიტყვაც კი არ გაგვაგონე?
ვაჰ, თუ გზაში დაიღალო,
თრთვილმა დაჰკრას ახალ მდელოს,
კარგი ბედის ნაცვლად ღამე
კიდევ უფრო დააბნელოს.

[1928]