შუალედი - დან - მდე
 
 


ამდენ ცეცხლიდან მზეების თაღი


[ციკლიდან „ეპოქა“]

იმ საგანძურებს, რომ არ ნდობდენ
ბარბაროსები,
საუკუნეთა გაქროლების მოიტანს დაღი.
აიშლებიან ამიდები
და ტაროსები,
გადარჩენილი ნანგრევების
ფერადი ბაღი.
გრძნობენ: ევროპა, საოცარი
რამე მოხდება,
სანამ მსოფლიოს არ აღმოხდება
ამდენ ცეცხლიდან მზეების თაღი.

[1928]