სარდალი საუკუნეთა გაქროლების
[ციკლიდან „ეპოქა“]
ღრმა სიყვარული შრომისადმი,
თავისუფლება -
მეგობრობაში და მტრობაში
ძლიერად სრული.
თანასწორობის მწვერვალი რომ
ეალუბლება -
აი რა იყო, აი რაა
უკვდავი სული.
კლასის სიმართლე და სამართალი
ბევრის წამრთმევი,
ბევრის მძლეველი,
მუდამ დარჩება, როგორც სარდალი
საუკუნეთა გაქროლების,
დაუძლეველი.
[1928]