შუალედი - დან - მდე
 
 


კონსტანტინ ბალმონტ


მარჯნის კუნძულები

მე ყურს დაგიგდებ მდუმარე სმენით:
გუშაგებივით დგანან პალმები,
რაღაც გული სწუხს, ვერ ვიტყვი ენით,
რაზე ვოცნებობ, ვის ვესალმები.

დრო გაჰქრა მარჯნის ელვარე ბურში,
ხმით ქაოსებში ზარებს აიტან.
მივდივართ ავში, მივდივართ შურში
და გზები მაინც სჩანს არსაიდან.

[1920-იანი წლები]