შუალედი - დან - მდე
 
 


ედგარ ალან პო


                                                                            „მალშტრემ“ (ფრაგმენტი)

     [ედგარ ალლენ პო] (1811-1849).

     ვკითხულობ ედგარ-ალლენ-პოს მალშტრემს.
   
      „მივაღწიეთ მთავარი ნაპრალის მწერვალს, გაიარა რამდენიმე წამმა, სანამ ბე­რიკაცი სულს მოითქვამდა.
     - სულ რამდენიმე ხნის წინად, - სთქვა მან დაბოლოს, - მე შემეძლო ამო­მეყვანეთ ამ გზით არა ნაკლებად, ვინემ ჩემს ყველაზე უმცროს შვილს; მაგ­რამ სამი წლის წი­ნად შემემთხვა ისეთი რამ, რომლის მსგავსიც არასოდეს [ვინ­მე არ] არავის გა­ნუც­დია, ან თუ განუცდია, ვერ გადაუტანია - იგი. სასიკ­ვდი­ლო საშინელების ექვსმა საათ­მა [მოსტეხა ჩემი სული და სხეული] მომტეხა სუ­ლიან ხორციანად. თქვენა ჰფიქ­რობთ, რომ მე ძალზე მოხუცებული ვარ, მაგ­რამ ეს შეცდომაა. საკმარისი იყო ერ­თი დღე, რომ კუპრივით შავი თმები სრუ­ლიად გამჭაღარებოდა, სხეული დამ­სუს­ტებოდა და ნერვები ამშლოდა ისე, რომ ეხლა სულს ძლივას ვითქვამ სულ მცი­რე­ოდენ მოძრაობისაგან და მე­ში­ნია ჩრდილისაც კი. დაიჯერებთ თუ არა: [რომ მე თავბ­რუ მეხვევა] როდე­საც ამ [მწერვალიდან] გორაკიდან ძირს ვიხედები, თავბრუ მეხ­ვევა.
     „გორაკი“, რომელზედაც ბერიკაცი მოეწყო, [რომელზედაც] რომლის სულ ბო­ლო კიდეზე, იგი ასე [უზრუნველად] უდარდელად გაწვა, [საიდანაც გადა­იხა­რა რა, და­ეყრდნო რა მის] იდაყვით დაყრდნობილმა მის მოლიპულ უკანას­კნელ ნაპრალს, გა­დაჰყო რა ძირს თავი და ტანის ზედა ნაწილი, - ეს გორაკი ათას­ხუთასი ფუტით მაღ­ლა იდგა მახლობელ მწერვალებზე, ეს [ირიბი, გადა­წო­ლილი] უსწორ-მასწორო, ირი­ბი, შავი კლდე. მილიონები რომ ჩემთვის მოგე­ცათ, არ დავთანხმდებოდი [თუნ­დაც] ექვსი ნაბიჯით [გადამედგა წინ ამ კლდის] მივახლოებოდი ამ კლდის [უკა­ნასკ­ნელ] ნაპირს. ამხანაგის საშიშმა მდგო­მა­რეობამ მომგვარა ისეთი შიში, რომ გან­ვერთხე მიწაზე, ხელი ჩავჭიდე ბუჩქს და ვერ გადამეწყვიტა შემეხედა ზე­ცისთ­ვი­საც კი; მე სულ მეგონა, რომ ქარი მოსწყვეტდა ამ კლდეს. მაგრამ მალე გა­მოვ­კეთ­დი და შევიკავე თა­ვი იმდენად, რომ გადავწყვიტე, წამოვმჯდარიყავი და გა­რე­მო­სათვის გა­და­მეხედნა.
     - ტყუილად გეშინიანთ, - მითხრა გამყოლმა, - მე განგებ ამოგიყვანეთ აქ, რათა თქვე­ნის თვალებით დაინახოთ ის ადგილი, სადაც მოხდა ის შემთხვე­ვა, რო­მელ­ზე­დაც წეღან გეუბნებოდით. მოგიყვებით ამის შესახებ დაწვრილე­ბით; ეხლა ცოტაოდე წა­მოიწით, მოეჭიდეთ [ამ] ბალახს, თუ თავბრუ გეხვე­ვათ, აი, ასე, და გახედეთ ზღვას, აი, იქ, ნისლებს იქით...“

     ასე იწყებს ედგარ პო თავის „მალშტრემს"..

 

* * *

                      [როცა] [ოდეს] რა კი მივაღწიეთ მწერვალს ნაპრალისას,
                      [კიდევ] და კვლავ რამდენიმე წამმა გაიარა,
                      [შედგა] სანამ ბერიკაცმა სახით საბრალისად
                      [და სულს მოითქვამდა] [სულთქმას დაიცხრობდა].
                      სული ამოითქვა.

 

                                                                                                        *

                                               ვერ მივაღწიე სასურველ მიზანს.
                                               გარს შემომერტყა სიცივის რკალი.
                                               რასაც მოსისხლე მტერი არ გიზამს,
                                               იმას კეკელა დაგმართებს ქალი.

 

[როგორ აჯენენ ხოლმე ტყვიას ტყვიაშივე].
2000. როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას.