შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-648-4 - უთარიღო


                                                         მოსკოვში

     აქ, არბატს იქით, ძველებურ შესახვევებში, სრულიად თავისებური ქა­ლა­ქია... ეხ­ლა მარტის თვეა. [სიცივეა]. ცივა ჭერდაბალ მეზონინებში. [ბევრი] ბლო­მადაა ვირ­თაგ­ვე­ბი. მაგრამ ღამღამობით საუცხოვო რამაა აქაურობა.. დღით დნობის წვეთა, თბი­ლი მზე; ღამღამობით ცოტათი ჰყინავს. ღამე სუფ­თაა; სინათლეა - და ისე ჰგავს მოს­კოვს, ძველებურს, შორეულს მოსკოვს. ვჯდე­ბი ფანჯრების ახლო. არ მჭირდება სი­ნათლე, ისედაც ფანჯრები მთვა­რის შუ­ქი­თაა განათებული. გავყურებ ბაღს და აქაიქ მოკიაფე ვარსკვლავებს. რა ნაზია ღა­მის ცა გაზაფხულზე. რა მშვიდია გა­ზაფ­ხულის მთვარე. კრიალე­ბენ, როგორც სან­თლები ძველი [ეკლეს] ტაძრების ჯვრე­ბი. ხის ტოტებს შო­რის, ღრმა ზეცაში ალერ­სიანად ბრწყინავენ პატარ-პატარა გუმ­ბათების თა­ვე­ბი.

                                                                                                                                                                                                   ი. ბუნინი
                                                                                                                                                                                                
1906-1911 წ.

      შუადღისას მე ავედი [ერთერთი] ეიფელის კოშკის უზარმაზარ [სახლის სა­­ხუ­რავ­ზე] სიმაღლეზე. გარეშემო, ჩემს ქვევით, ასეთსავე სახურავად, მთლი­­ან სა­ხუ­რა­ვად მოყვითალოდ და ვარდისფრად, როგორც ქვიშა - იწვა ძვე­ლისძველი ქალაქი და შუადღის სიმხურვალით სუნთქავდა (აწერა). და შორს, შორს გავყურებდი ქა­ლაქს.
     რუხ კორდების ზღვად იშლებოდა იგი ლურჯი, დაბინდული სიზმრების კვამ­ლ­ში. ძირს კი - ფირუზისფერი ლენტივით მიდიოდა მდინარე.