შუალედი - დან - მდე
 
 


სვანურიდან


მესტიის ხიდი

ო, სიხარულო,
ყველაზე უკეთესო,
ცხენი გყავდა ქვიშისფერისა - ცხენი გყავდა ყველაზე კარგი.
უნაგირი გედგა, ოБ, მოჭედილი,
აღვირი გედგა მოვერცხლილი,
მათრახი გქონდა, ო, მოოქრული.

ლეჩაქი რა უყავ, უშბავ, ლეჩაქი გეხურა ყველაზე კარგი.

ძირში საძირკველთან ირმები წვანან.

ოჲ, სამართალო!
ოჲ, ღმერთო!

მზე განათებსთ, მთვარე.

თქვენი მზერა სამოთხეა.

ერთი ნიშანი ეს გვქონდა.

გავდგომივართ გზას სვანეთის კლდეებში.

- საით მიდიხარ?

ოჰ, ნეტავი ჩემს სიცოცხლეს!

დედაჩემო, კარი გამიღე.

ზესხვაში შემოვდივარ.

ხელახლა აქ დაიბადე - მახან, დაბდაბ, ამჩუ მადდა!

ო, ნეტაი ჩემს ბედს,
არ მეკარგება სიცოცხლე!

სვანეთის ღრუბელი დამანახე!