კამერდინერი
რა საშინლად წვიმს, რა საშინლად წვიმს...
აბა, მომხადე ჩქარა ნაბადი!
ანთებულია ყველგან სანთლები?
ძალიან კარგი! - ეხლა კი წადი!
მაგრამ მოიცა.. ისევ აქ დარჩი
და მაგრად, მაგრად ჩაჰკეტე კარი.
თუ მეგობრები მოვიდენ ჩემთან,
ბატონს სძინავს-თქო, ასე უთხარი.
რაო? არ სჯერათ? მაშინ ჩემს ნაცვლად
გადაეც სიტყვა მკაცრი, უკმეხი,
დაე, ნურასდროს ნუ დაიდგმება
ჩემს მიდამოზე იმათი ფეხი.
საცოდავსა და საზიზღარ კაცებს
ესმისთ რა არის ძმობა და შველა?
რა არის მათში პატივსაცემი?
სცემე და ისე გააგდე ყველა!
ამასთანავე, მოვლენ ქალები,
კარგად არ ვიცი მათი სახელი,
თვალები მწარე...
აქვს მარჯნის ტუჩი და ბროლის ყელი.
ჩემის წამების და...
ვინაა მოწმე, ვინაა მთქმელი,
არ შემოუშვა, არ შემოუშვა
ეგ ვალკირია და სისხლის მსმელი.
ნუ თუ არასდროს არ მომასვენებს?
არასდროს მას არ შევებრალები?
გამიშრეს სისხლი, წამართვეს ძალა,
ოჰ, ეს ქალები! ოჰ, ეს ქალები!