შუალედი - დან - მდე
 
 


იაკობ ვან ხოდდის


 * * * 

ღრუბლები აგავს მაგიდის თეთრეულს,
კვამლი ხრჩოლაა, ქარს არ იკარებს -
ერიდებიან რა ღმერთს შეთრეულს,
ანგელოსები მორიდებით სწევენ სიგარებს.

სერაფიმებმა მოიწვიეს სტუმრად ეშმაკი,
ამ ორში იგი მიუწვება ღამით ერთ მათგანს,
თუთუნის ბოლი ცხრაცაზე წევს, როგორც სიშმაგე,
მსუქან ცოდვილებს ცოცხლივ ხრაკვენ ცეცხლზე ვით ბატკანს.