შუალედი - დან - მდე
 
 


იოჰანეს ბეხერი


უდიდესი გეგმა

მძლავრად სდგება ადამიანი,
დაჩაგრული ადამიანი, -
და შეგნება კლასის
აღავსებს მას ძლიერებით.
და გული მისი სძგერს გამალებით,
სწუხს გული იგი
მოლოდინის შეუძლებლობის გამო.
ყველაფერი, რაც იყო წინად,
არარაობად ეჩვენება
იმასთან შედარებით,
რაც მომავლაში უნდა მოხდეს.

ოდესღაც მას თავს აწვა
სიმძიმე განუსაზღვრელი სივრცის,
და აუხსნელი ცვლილებანი
ამიდის,
მთებში მისი მტრები იყვნენ,
ზღვა იწვა დაბრკოლებად.

მან ადგილიდან დასძრა
მძიმე მთები.
მან გამოიანგარიშა წყალთა დაცემა.
მან მანქანებით აღვირი ამოსდო
ბუნების მტრობას.
მაგრამ მას კისრად აწევს უღელი,
რომელიც მძიმეა
ბუნებაზე, რომელიც არ იცნობს ბორკილებს.

ხორბალს სწვავენ,
რომ არ დაეცეს მისი ფასი,
მიწას პირს უცობენ,
რომ არ ამოხეთქოს ნავთის ჭაბურღილებმა.
გამოგონებებს შეისყიდიან,
რომ არ აღმოჩნდეს ბედნიერება.

სულს უხუთავს ადამიანს
უგეგმობა საზოგადოების,
კლასობრივი წესწყობა;
და უშიშრად
მიმხედვარე
ათასწლებისკენ,
ის ხედავს:
იგი სდგას
დასაწყისთან.