შუალედი - დან - მდე
 
 


ხოზე-მარია-დე-ერედია


PLUS  ULTRA
სონეტი


დაიპყრო მხარე, სად ველური გორაობს სპილო,
შეიჭრა, სადაც ლომებს კობრა-დი-კაპელები -
ყველა მატერიკს მიასია კარაველები,
გალიონ ფრენით საშიშართა ოკეანთ ტილო.

მაგრამ იქ, სადაც გრიგალია, თოვლი და ჭილო,
შპიცბერგენს იქით, სად მუდმივი ყინვის ველები,
ვერვინ გაბედა, ვერ აღმართა დროშით ხელები,
ადგილზე, სადაც პოლიუსი მდებარებს ჩრდილო.

იქითკენ! იქით გზას გავიკვლევ, გავანგრევ ყინულს,
სული ვერ იტანს ზღუდეს დარკინულს,
გამარჯვებათა სულს სწადია ოქროს საზღვარი.

წავალ! გადავალ იმ საზღვარზე გაბედითებით -
დაე, ზღვის სივრცე მრავალთათვის ჩუმი და მკვდარი,
ჩემს ამაყს სიზმარს ალერსობდეს დიდის დიდებით.