შუალედი - დან - მდე
 
 


იოჰან ვოლფგანგ გოეთე


* * *

პოეტს, რომელსაც სწყუროდა ტემა,
ქალმა მორჩილმა ნიშნის გრძნეულის
ვნებით მიართვა მთელი პოემა,
პოემა ტანის სიზმარეულის...

ჯერ, მოიფინა რა ბრილიანტი,
გადმოცქეროდა თვალებით მაღლით,
აბრეშუმებში ვლიდა ინფანტა,
ბნელ-სისხლისფერი აშრიალებით.

ასეთი შვენის ის მაღალ ლოჟას,
გარშემორტყმული თაყვანისცემით.
როს მომღერლების ხმას, როგორც დროშას
უძღვნიან ოხვრით და გულისცემით.

მაგრამ უეცრად, როგორც არტისტი
იძრობს საკინძებს განანაზები,
სხეულს ღრუბლები სცდება ბატისტის
და ამაყ ხაზთა სჩანს ნახაზები.