შუალედი - დან - მდე
 
 


[ამირანი]


                                                         სამჭედლოში

     რატი ქალაქშია. რატი მუშაობს სამჭედლოში.
     ელვარებს ქუჩაში ნახშირი.
     ვარვარდება ლითონი.
     სცვივა ნაპერწკლები...
     აენთე, ჩემო გულო. შეუძლებელია ქალიშვილის დავიწყება.
     [დგება] ახლოვდება ღამე. მწვანე ფოთლებიდან იცქირება ჩაქრობაზე მომ­დ­­გა­რი მზის ჩასვლა.
     იგი ხედავს იმ ქალიშვილს უკანასკნელად. მწუხარე ღიმილი კანკალებს მის გა­მოხედვაში.
     მძიმე ნაწნავები გულზე ჩამოჰფენია.. მშვენიერი ნაწნავები. ქალიშვილს არა­­ფე­რი არ შეუძლია უთხრას მას.
     მედგრად დაჰკარი, ჩემო გრდემლო. დაივიწყე, გულო, ის ქალიშვილი.
     სითეთრემდე გავარვარდა ლითონი.
     გადმოიღე ქურიდან ლითონი, დასდე ზინდანზე, გრდემლს ქვეშ.
     გადმოაბრუნე იგი და მარდად, სწრაფად სჭედე.
     თანაბარზომიერად! გაითვალისწინე ძალა გრდემლის.
     მოხერხება, გამოცდილება - დაემჩნევა ლითონის სიმაგრეს, დრე­კა­დო­ბას, ფორ­მას გამოჭედილი ლითონისას.
     დაჰკარი გრდემლი..
     იხმაურე, ჩემო გრდემლო, დაივიწყე, გულო, ქალიშვილი.
     გაჰქექე ნახშირი, რომ სითანაბრით იწოდენ.
     აამოძრავე საბერველი, რომ ალი უფრო [ალობდეს] ელვარებდეს, და გა­რე­შემო ფრი­ნავდენ ნაპერწკლები.
     ნაზად იხედებიან ქალიშვილის (იმ გოგოს) თვალები. ლბილად იღიმებიან ბა­­გეე­ბი, არ შეიძლება მისი დავიწყება.
     აი, ისინი პატარები არიან.
     ყურს უგდებენ მოხუცი პაპის ზღაპრებს და ლეგენდებს.
     სადღაც მთებში მიჯაჭვულია ამირანი.
     მათ ესმოდათ მისი კვნესა.
     მან [შეჰფიცა] დაიფიცა, რომ გაანთავისუფლებს მას.
     თვალყური ადევნე ცეცხლს,
     ცეცხლი თანდათანობით უნდა ძლიერდებოდეს.
     გაახურე ლითონი ყოველ-მხრივ.
     გადახურება გამოიწვევს გახლეჩას ლითონისას.
     გადაახურებ და ლითონი გაფუჭდება.
     ტკივილი განშორებისა  - აღონებს გულს.
     მარდად იმუშავე, გრდემლო. დაივიწყე, გულო, ის ქალიშვილი.
     იელვარე, ალო! იხმაურე (იქშინე) საბერველო, ამირანი კლდეს მი­ჯაჭ­ვუ­ლია.
     რეკე, ჩაქუჩო, გრდემლზე. აი, ელვარედ წითელი რკინაც.
     დამორჩილდი, ანთებულო ლითონო!
     მზადაა ჯაჭვი!
     ამირანი განთავისუფლებული იქნება!

     რამდენიმე თვის შემდეგ რატი დახელოვნებული მჭედელია.
     ოსტატი ამაყობდა მისი მუშაობით.
     მაგრამ მძიმე იყო მჭედლის, შეგირდის ცხოვრება ხარბსა და თავგასულ ვაჭ­რის ხელ­ში.
     მას არ ჰქონდა საკუთარი კუთხე, რომ სავსებით მისცემოდა თავისთავს.
     რატი შევიდა ქარხანაში.
     მაგრამ აქაც ცხოვრება მუშისა უსიხარულო და უსინათლო იყო.
     იდგა მძიმე დღეები.
     მეფის არმია, რომელსაც უნიჭო გენერლები უდგენ სათავეში, ფრონტზე მარ­ცხ­­დებოდა.
     მთელ რუსეთში დაინგრა მეურნეობა.
     საცოდავად მუშაობდენ რკინისგზები.
     გამძაფრებული შრომა, გულმოდგინეობა ვერ არჩენდა ადამიანს.
     ყველაფრის ნაკლებობა იყო.
     ფულის ნიშნები ეცემოდა - ყოველდღე.
     ახლოვდებოდა შიმშილი.
     ხალხს ომი მძიმე ტვირთად დააწვა მხრებზე.
     უცდიდენ, რანაირიც არ უნდა ყოფილიყო, გამოსავალს.
     ახალგაზრდობა მოუთმენელია, მაგრამ ამტანი.
     ვინ იცის, რა მოუვიდოდა რატის, შეიძლება სმისთვის მიეყო ხელი, შე­იძ­ლე­ბა სხვა ცუდ გზას დასდგომოდა, რომ წიგნები არა!
     წიგნებთან იგი ივიწყებდა მძიმე და გრძელ სამუშაო დღეს.
     [წიგნები ცხოვრობდენ მის სხვა ცხოვრებით].
     წიგნებს გადაჰყავდათ იგი სხვა ცხოვრებაში. აღვიძებდენ მასში უმაღლეს გრძნო­ბებს.
     მწუხარების ფერფლგადაყრილი პოეზია მისი სათაყვანებელი იყო:
     მშვენიერ სტრიქონებში იგი იჭერდა აზრებს, გამოთქმულს მშვენიერი პო­ე­­ტის მი­ერ.
     სევდიანი პოეზია მოუწოდებდა მის ფაქიზ სულს - სრულყოფისაკენ. და უფ­რო აყ­ვარებდა სიცოცხლეს,
     მოუწოდებდა რა საგმირო საქმეებისაკენ.
     ამ წიგნებში ხმაურობდა ადამიანის ტყვედქმნილი სული.
     გულკეთილი რატი - მთელი არსებით პოეტის მხარეზე იყო.
     გულწრფელი რატი - მთელი არსებით განიცდიდა პოეზიით შეშფოთებას.
     პოეტის ხან ნაზი სიმღერები ატყვევებდა შეგნებული რატის ოცნებებს.
     და თვით [პოეტში იგი ხედავდა გმირს] პოეტი მის წარმოდგენაში იყო გმი­რი, რო­მელიც არაჩვეულებრივი მიმზიდველობით იტაცებდა მის წარ­მოდ­გე­ნას.
     პოეტში იგი ხედავდა ძლიერ ადამიანს.
     და ძლიერი ადამიანის ნებისყოფა ბრძოლისა და სიცოცხლისაკენ ასე ეთა­ნაბ­­რე­ბოდენ მის მისწრაფებებს.
     ამიტომ იყო [რომ] მისი გული სავსე უღრმესი პატივისცემისა და მად­ლო­ბის გრძნო­ბით წიგნებისადმი.
     მის პატარა საკანში - კედლებზე ეკიდა სურათები საყვარელი ქართველი მწერ­­ლე­ბის.
     მას კარგად ესმოდა მთელი სიღრმე ხალხის მწუხარების, რასაც ისინი გა­­მო­ხა­ტავდენ. ხალხი ხომ თვით იგი, რატი იყო.
     რა უნდა გაეკეთებია მას?
     მას ხელთ ჩაუვარდა ერთი რომანი, რომელსაც სახელად ერქვა „აღდგომა“.
     რომანის მთავარი გმირი მას არ მოსწონდა.
     მაგრამ რატი მადლობელი იყო დიდი  მწერლის იმის გამო, რომ მან გახსნა ყვე­­ლას წინ მთელი სიცალიერე, სიმკაცრე, და უნაყოფობა არსებობისა იმ მმარ­თ­­ვე­ლი კლასის, ვისთვისაც სისხლს ღვრიდა ხალხი.
     არაფერი არ დარჩა პატივისცემის ღირსი [იმ] ღვთის მიერ მირონცხებული მე­­ფის სახელმწიფო წესწყობილებაში.
     სასამართლოები, სამინისტროები, სამხედრო მმართველობა - ყვე­ლა­ფე­რი უვარ­გისი და საზიზღარი იყო. მათ ქვეშ ჩააწყო დიდმა მწერალმა - თავისი დი­ნამიტი.
     მთელი ცხოვრება საზოგადოებისა იყო მოწყობილი ისე, რომ ადამიანებს [იტა­­ცებ­და] ხრიდა დანაშაულობისკენ.
     მრისხანება და აღშფოთება დიდი მწერლისა გადაედვა რატის, და მასში გა­­იღ­ვი­ძა მეამბოხემ.
     თუმცა მწერალი ყველას მოუწოდებდა, ეცხოვრათ ქრისტეს [მიერ] კა­ნო­ნე­ბით, მაგ­რამ რატიმ გაიგო [იცოდა], რომ არ მოხერხდებოდა შერიგება მო­ნასა და ბატონს შო­რის.
     რატის ფხიზელი თავი ჰქონდა.
     რატის გამომცდელი, დაჟინებული გონება და ჭკუა ახასიათებდა.
     წყურვილი ცოდნისა - მუდამ აწვალებდა მას.
     მან დაიწყო საკვირაო შკოლაში სიარული.
     მოკლე ხანში მან წინ გაუსწრო ყველა თავის ამხანაგებს.
     შეითვისა რა ცოდნის პირველი საწყისები, იგი დამოუკიდებლად, თავისით გა­­ნაგრ­ძობდა წინსვლას.
     შკოლაში მან გაიცნო ზოგი ქალიშვილები.
     რატი აოცებდა მათ თავისი ჭკუითა და გაგებით.
     ამ ლამაზ ქალიშვილებს ცოტათი უძნელდებოდათ სწავლა. მაგრამ ისინი ცდი­­ლობ­დენ თავიანთ მივიწყებულ და დაჩაგრულ მდგომარეობის მიუ­ხე­და­ვად, გა­მო­სულიყვენ სიბნელის და უცოდინარობისაგან, საითკენაც სწევდა მათ ცხოვრება, საბ­რალო ქალიშვილები!
     (ქალწული, გასათხოვარი ქალი, გო­გო).
     როდესაც ამ ქალიშვილებს ხვდებოდა, რატის ყოველთვის მოა­გონ­დე­ბო­და ევა.
     ო, ევაც ამათა ჰგავდა. ო, როგორი მეხსიერება ჰქონდა ევას! რამდენი შა­ი­­რები იცო­და მან, და რამდენს თვითონ იგონებდა.
     რა მშვენიერი მოყოლა იცოდა ამბების.
     როგორი პირდაპირი და გაბედული ბავში იყო ევა!
     რატი იგონებდა, [თუ] როგორ ეძებდენ ისინი მთებში მიჯაჭვულ ამირანს, რო­­­გორ მიცოცავდა ფრიალო კლდეებზე ევა, [როგორის გამბედ.] როგორ გა­დახ­­­ტე­ბო­და ღრმა უფსკრულებზე, რომლის ბსკერზე ღრიალებდენ ადუ­ღე­ბუ­ლი ქაფიანი მდი­ნარეები.
     რატის გაგიჟებით მოსწყურდა ენახა ევა.
     მას სურს გაუზიაროს ევას თავისი აზრები და შეხედულებანი.
     ბევრი, ბევრი რამ სურს გაუზიაროს.
     იგი წაიღებს თან მის მიერ წაკითხულ წიგნებს.
     ევა გაიგებს მას.
     ევა დააფასებს მას.
     ეს მისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება.

     იყო აპრილის დამლევი.
     მხიარული ამიდი იდგა.
     ბრწყინავდენ თოვლიანი მთები.
     ნებივრობდა ტყე გაზაფხულის მზის სხივებში.
     ჰაერს ავსებდა ათასი სხვადასხვა სურნელება.
     აყვავდენ ფურუსულა, იები და ზამბახები.
     რატის გულმა აჩქარებით დაუწყო ცემა, როდესაც ნაცნობი სახლის ჭიშ­კარს მი­უახლოვდა - და დაიძახა: ევა!
     მის დანახვისთანავე მისკენ გამოექანა ორი ბამბურა მურა. ისინი სი­ხა­რუ­ლით აყეფ­დენ.
     სახლის კარები გაიღო და იქიდან გამოვიდა არა ევა, არამედ დედამისი.
     რატი შეკრთა მის დანახვაზე. ქალი თავსაფრის სწორებით გამოექანა, მი­ე­სალ­მა: მობრძანდი, რატი, როგორ გაზრდილხარ, დავაჟკაცებულხარ, რატი.
     ქალი იდგა მის წინ თმა-გაშლილი.
     ისინი შევიდნენ სახლში.
     ქალი მძიმედ დაეშვა ტახტზე.
     რატი დაჯდა და კითხვის ნიშნით შეხედა მას თვალებში.
     სუფრაზე ეწყო ხილი და ღვინო.
     ქალმა ძლივასა სთქვა: ევა დაგვეკარგა.
     და თავშეკავებით აქვითინდა.
     რატის თავზარი დაეცა ამ მოულოდნელობით. იგი მდუმარედ უცდიდა, რას იტ­ყოდა ქალი შემდეგ.
     სუფრას დაყრდნობილი, ხელებით დამძიმებული თავის დაჭერით, ქალმა ყრუ ხმით განაგრძო:
     - [ასეთი] ჩემი მხიარული ევა, [ასეთი] ჩემი ჭკვიანი ევა, ასეთი გონიერი ევა; ევა. ჩემი ლამაზი ქალიშვილი! ჩვენი ნესტანი. არ შეგვიცოდა, არ დაუჯერა მა­მას. ვის­გან ისწავლა ნეტა ასეთი თვითნებობა.
     მამა ალერსიანად ეტყოდა მას: მშვენიერი გოგონა მყევხარ, ევა. თვალის სი­­ნათ­ლევ, ევა. ეხლა კი ნამდვილი გასათხოვარი ქალი ხარ, ევა და უნდა გა­გათ­ხოვო. კი­დეც გიშოვე კარგი და მდიდარი საქმარო. შენ მასზე გაგათხოვებ. იც­ხოვრებ სოფ­ლად ყველაზე უკეთესად და მზრუნველი გეყოლება.
     - არ გავთხოვდები, არა, - უკმეხად უპასუხებდა ევა, - არ მინდა გათხო­ვე­ბა და ძალია?
     - რააო? - მამას ეგონა, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგონა.
     - არ გავთხოვდები! - გაუმეორა ევამ.
     - ეს რიჰთვინაო! - გაგულისდა მამა.
     - არ გავყვები ცოლად ასარ-ბასარას, არ გავყვები ლაჩარს, სულ ოქრო-ვერ­ცხლ­­ში რომ ჩამსვას.
     მეც ვიფიქრე ჩვენს მოვალეობაზე და ვეუბნები: ნუ [ჭირვეულობ] ჯიუ­ტობ, ევა, თავს ნუ გაგიდის. შენსავე ბედნიერებაზე [ფიქრობენ] ვზრუნავართ, ასა­რა [გულ­კე­თილი] კარგი კაცია და შენც ძალიან უყვარხარ.
     - რაში მჭირდება, რად მინდა მხდალი კაცის სიყვარული? - გაკაპასდა ევა, - ლაჩ­­რებს [არავინ არ უყვართ] არავის სიყვარული არ შეუძლიანთ, მათ მხო­ლოდ თა­­ვი­ან­თი თავი უყვართ. ლაჩარი მიგატოვებს საბედისწერო წამს, გაგ­ცემს, გაგ­ყიდის, იზ­რუნებს მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე. განა მან არ დაჰ­ღუპა - იოვე­ლი? არ [გავთხ.] გავყვები ცოლად ლაჩარს, გაიძვერას და [სულ გაყიდულს] კაცის დამ­ღუპველს.
     მამა განრისხდა.
     - გაჩუმდი, ხმა გაიკმინდე! შენ აქ ვისა თათხავ და ვის იცავ? ხელმწიფის მტრებს... არა? არ გაბედო, ღმერთი არ გაგიწყრეს, კიდევ ხმის ამოღება. მო­ემ­ზადე ჯვარ­სა­წერად. ერთი კვირის შემდეგ ჯვარისწერაც მოხდება.
     ჩვენც დავიწყეთ მზადება, საქორწილოდ. გავყიდეთ მარცვალი, ვუყიდეთ [საქ.] ჯვარ­საწერი კაბა, ევა დამშვიდდა რაღაც, [ხმას] სიტყვას არ შე­უბ­რუ­ნებ­და მამას, სულ რაღაცა [ქალი] წიგნს ჰკითხულობდა და დიდხნობით ჩაფიქ­­რე­ბული დადიოდა.
     - რას ჰკითხულობ, რა სწერია მაგ წიგნში, რომ თავს აღარ იღებ, ევა?
     - აქ ამბავია ერთი კარგი და გონიერი ქალიშვილის.
     - ისემც კარგი დაგემართოს, - გავიფიქრე მე.
     ჯვარისწერამდის ორი დღე-ღა დარჩა. მამამისმა ევა წისქვილზე გაგზავნა რა­­ღაც დავალებით. სახლიდან გავიდა [გათენებისას] ნაშუადღევზე და რაღაც დიდ­­ხანს არა სჩანდა. ასაღამოვდა კიდეც. ის კი ისევ არა სჩანდა.
     ჩვენ უფრო და უფრო მღელვარებამ შეგვიპყრო. რაღაც დარდი ბრჭყა­ლე­ბით ჩას­ცივებოდა ჩემს გულს. მძიმე წინათგრძნობა სულს მიხუთავდა. წინა ღა­მით სიზ­მა­რი ვნახე, თითქო თმები გამთეთრებოდა, როგორც აის თოვლი. რო­დესაც ევას ვუ­ამბე ჩემი სიზმარი, მან მხიარულად მიპასუხა, რომ, ალბად, დი­დი პატივისცემა მო­მელის.
     მამამისმა ამბის გასაგებად წისქვილს მიაშურა.
     მთვარე ამოსული იყო, როდესაც იგი წისქვილიდან დაბრუნდა დაღვ­რე­მი­ლი (დაძ­მარებული, უგუნებო) და გულჩახვეული სახით.
     - იქ ის თვალითაც არავის უნახავს, - ჩაილაპარაკა მან ჩახშობილი (და­ჩაგ­­რუ­ლი) ხმით, - ალბად, წისქვილის ახლოსაც კი არ გაუვლია.
     ქალი ატირდა, თავსაფრის ყურით ცრემლები მოიწმინდა.
     - და ასე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გადის ორი კვირა, რაც მისი გზა და კვა­­ლი ვე­რავინ შეიტყო. სადა ხარ, შვილო! ვაი, შენს დედას, შვილო! ვინ იცის, გდი­ხარ ხრამ-უფსკრულის ფსკერზე. არწივებმა დაკორტნეს შენი დამსხვ­რე­უ­ლი ტანი - და შე­ნი სული კი მიუსაფრად დაჰქრის ამ მთების ნისლში და ქარ­ში.
     აღელვებული დედის ნაამბობით, რატი [მცირე] დიდხანს სდუმდა.
     შემდეგ კი რაღაცნაირი სიფრთხილით ჩაილაპარაკა:
     - არა, ევა ცოცხალია!
     და დაუმატა:
     - ისეთები, როგორც ევაა, არ დაეძებენ სიკვდილს.
     - შენ ასე გგონია?
     - ეს ასეა [მ].
     - მაშინ, შვილო, შეიძლება ყველაფერი უკეთესი იყოს მისთვის. მამამისი თუმ­ცა სწუხს, მაგრამ მრისხანების გრძნობა მაინც არ ასვენებს...
     რატი დაფიქრდა...
     ძნელდასაძლევი გულისტკივილით ეუბნებოდა მას. ძნელია განცდა იმისა, რომ ვე­რასდროს, [ვეღარ] ამიერიდან ვერასდროს ვერ დაინახავ მეტად ძვირ­ფას ადა­მი­ანს, ქალიშვილს;
     მაგრამ ამ დაკარგვით - იგი რაღაც უცნაური სახით, - თითქო დაკ­მა­ყო­ფილ­და.
     - რატი, [რატომ ღვინოს არ ეკარები] მიირთვით ღვინო.
     და რატიმ სულმოუთქმელად დასცალა მთელი კათხა - პირველად თავის სი­­ცოცხ­ლეში.

     ქალაქში დიასახლისი კარებში ხვდება:
     - თქვენ დაიგვიანეთ, [ახალგაზრდა კაც.] რატი, მთელი საათით.
     მოვიდა აქ ერთი ლამაზი ქალიშვილი. თქვენი ნახვა უნდოდა.
     უნდა გითხრათ, თავს ისე იჭერდა, როგორც... არ გირჩევთ ამგვარებთან და­ახ­­ლო­ვებას. როდესაც ოთახში
     შეხვალთ, ფეხი არ წაიბორძიკოთ, გეთაყვა, წე­რილზე, რო­მელიც მან კარებქვეშ შეაგდო.
     რატიმ [სწრაფად] სიჩქარით გააღო კარი და ისევ მოხურა.
     სწრაფად აიღო წერილი და ხელის კანკალით გახსნა:
     ეს იყო ევას წერილი.
     ეს იყო მისი სიტყვები, რომელიც სწვდებოდენ გულის სიღრმეს და მო­დი­ო­დენ არა ანბანებიდან, არა
     ნიშნებიდან თეთრ ქაღალდზე, არამედ მთელი მი­სი არ­სე­ბი­დან.
     მისი მხურვალე სისხლიდან.
     მისი გამახვილებული ნერვებიდან.
     „ძვირფასო რატი, - ჰკითხულობდა რატი, - მე უკვე აღარა მყავს მშობ­ლე­ბი.
     მე სამუდამოდ წავედი სახლიდან, ვინაიდან არავის მივცემ ნებას, რომ ჩემ­ზე ძა­ლადობა იხმაროს.
     დედაჩემსა და მამაჩემს არ შეუძლიანთ ჩემი გაგება.
     მე ვიგრძენი, რომ მე და მამაჩემი სხვადასხვა ადამიანები ვართ - და მე მოვ­­შორ­დი მას.
     მეშინია, რომ ერთმანეთის მტრები გავხდებით.
     ძვირფასო რატი, ის რაც მინდოდა გამეგონა შენგან, მე თვითონ გეტყვი ეხ­­ლა­ვე.
     გახსოვს თუ არა წინანდელი გაზაფხულის დღე მთებში?
     გახსოვს, ჩვენ რომ მოგვეჩვენა, [თითქო] კლდის მონგრევაში და ქარის ზუ­ზუნში - ამი­რანის კვნესა?
     გახსოვს, როგორ დასდევი ფიცი, რომ შენ [დაი] მიეშველებოდი მას.
     მაშინ, რატი, მე შენ შემიყვარდი!
     ჩვენ პატარები ვიყავით, ისე, რომ იმ გრძნობას, რომელმაც ჩემში მაშინ გა­­იღ­­ვი­ძა, ეწოდება სიყვარული.
     ეს გავიგე მას შემდეგ, რაც გამოძახილს ამ გრძნობისას შევხვდი წიგნებში.
     შენთან ერთად, ძვირფასო რატი, მე მიყვარს ყოველი მაღალი, დიდი, პა­ტი­ო­სა­ნი, სამართლიანი.
     და მე ვუერთებ ჩემს ბედს - [ვემსახურო] ერთი საქმის, რომელიც მრწამს, იმ ერ­თი საქმის სამსახურს.
     მე არ შემიძლია შეგხვდე. მამაჩემი ქალაქშია. მე მივდივარ ქალაქიდან; სად? ეს ჯერ ჩემთვის არ უთქვამთ.
     რატი! თქვენს ქარხანაში მუშაობს ვინმე იანიჩარი. შენ უნდა გაეცნო მას, და გა­დასცე, რომ იოველი დაპატიმრებულია - და იმყოფება შუა-საპატიმროში.
     ნახვამდის, რატი! მე ყოველთვის მემახსოვნები! ევა“.

     რატიმ იგრძნო, რომ ევას ამ მინდობილობის ხნიდან მისი ცხოვრების გზა ძირ-ფეს­ვიანად შეიცვლება.
     მაგრამ იანიჩარის ნახვა სიძნელეს წარმოადგენდა.
     ახლოვდებოდა პირველი მაისი.
     ჩვეულებისამებრ, დილის ექვს საათზე რატი ქარხანაში იყო.
     იგი გაოცდა... გაკვირდა.
     ყოველგან მიბნეულ-მობნეული იყო პროკლამაციები...
     ...........................................................................................................................................
     გაერთიანებისა, და ურთიერთი სოლიდარობის სასიხარულო გრძნობამ შე­­იპყ­რო ყველა.
     ერთ სულოვნად გადაწყდა - შესწყვიტონ მუშაობა და გამოვიდენ სა­დე­მონ­სტ­­რა­ციოთ.
     ეს იყო ბედნიერი დღე რატისათვის;
     ამ დღეს იგი შეხვდა იანიჩარს, რომელმაც რატი იმ წამშივე დააფასა.
     იოველის შესახებ მან უკვე იცოდა და გადაწყვეტილი იყო მისი ციხიდან გაქ­­ცე­ვის მოწყობა.

                                                        დილა მთებში

     შერიჟრაჟებულ ცაზე [ჰქრებიან ] იბნიდებიან ერთეული ვარსკვლავები.
     შერიჟრაჟებულ ბინდ-ბუნდში, როგორც ბოლში, მოსჩანს თავისუფალი სვა­ნეთი თა­ვისი უდიდებულესი სანახაობით.
     ტალღისებური გრეხილები მთავარი ქედის;
     უმაღლესი მწერვალები, დაფარულნი მუდმივი თოვლით.
     იალბუზი, უშბა, თეთნულდი.
     მძლავრი მყინვარები.
     მიუდგომელი, ციცაბო კლდეები.
     სუნთქვის შემკვრელი (შემგუბველი ხეობები, უფსკრულები).
     მთების საფეხურებზე და ფერდობებზე ჩაბნელებულან უვრცესი ტყეები.
     მათ ზევით გაშლილან თვალწარმტაცი სილამაზის ველები.
     ცივ მწერვალებში, სიცოცხლის საზღვრებთან, მყინვარებში ყვავიან ყვა­ვი­ლები.
     ჩამორბიან აქაფებული, თოვლისმსგავსი ყინულივით ცივი [წყალი] მდი­ნა­რეები.
     ჩანჩქერებად გადადიან მთიდან მთაზე.
     ქარიშხლიან მდინარეებში [იკარგებიან] იჭრებიან, საიდანაც გრიალითა და ხვე­ვით მიიკვლევენ გზას ხეობების უზარმაზარ ნაპრალებში.
     სუსხი და სიცივეა განთიადისას.
     ფრინველებს ჯერ კიდევ სძინავთ.
     ტყე სდუმს.
     ადამიანები ისვენებენ.
     დაუმცხრალად ხმაურობენ წყალნი.
     გამოიქროლა მსუბუქმა ქარმა.
     ფიჭვები ახმაურდენ მშფოთარე წყალზე.
     გარშემო შემორტყმულ მთებიდან უპასუხებს მათ გამოძახილი.
     ეს მძლავრი ჰარმონია ახმოვანების, მოისმის როგორც მუსიკა, აღ­მო­ხეთ­ქი­ლი მრა­ვალი ათასი მუსიკალური ორგანოებისაგან, როდესაც სული, გა­ერ­თი­ა­ნებული ბუ­ნებასთან, ჰქმნის თავის ოცნებას.
     ქარი არხევს ფიჭვებს და ისინი მღერიან.
     ლალისფერი ალით, ოქრონარევი ცეცხლებით, ენთება ცაზე ცისკარი.
     ბროწეულის ფერადებით გაშუქდენ მუდმივნი თოვლნი.
     მთებიდან ამოდის მზე.
     და ჰაეროვანი ბურსეულები, რომლებიც მთებს მოჰფენიან, ინთება, და ფეთქს ხან ვარდისფერი, ხან ლილისფერი, იასამნისფერი, იისფერი სინათლით.
     ქვევით ხეობაში, ვრცელ ტალღისებურ ფენებად, სწევან ჯერ ისევ თეთრი ღრუბ­­ლები.
     ისინი დამაბრმავებლად ბრწყინავენ, დაისრულნი ამომავალი მზის [ღრუბლ.] ის­რებით.
     მზე კი უკვე ლაჟვარდი ციდან დაჰყურებს აელვარებულ თოვლებს, ბრწყინ­­ვა­ლე ველებს, მწვანე ტყებს.
     იგი თამაშობს მრავალფერი შუქით ნათელ ცვარნამში.
     ცვარნამი დასწოლია ალმასთა მირიადებად, ყვავილებზე და ბალახებზე.
     მზის სხივებში გამთბარი ღრუბლები იწევენ ფირუზის ფერი სი­მაღ­ლე­ე­ბი­საკენ, სა­დაც გასაოცარ ჯგუფებად იფანტებიან.
     და მისცურავენ სივრცეში ქარის ნებაზე.
     ამღერდენ ფრინველები.
     გამოვიდა ბაჭია მზეზე გასათბობად - და ჩქარი ფუსფუსით ისევ და­ი­მა­ლა.
     წყვილმა არწივთა, დასტოვა რა ღამით თავშესაფარი (განსასვენები), [და რგო­­ლუ­რი] ხაზავენ რგოლებს, დასტრიალებენ ქედებსა და ციცაბო მწერ­ვა­ლებს, რომ მსხვერპ­ლი (დავლა) აითვალთვალონ.
     ფართოდ გაუშლიათ ფრთები, მაგრამ სრულიად არ ამოძრავებენ მათ - და ისე, წყნარად და ნელა, მდორედ და მსუბუქად, მძიმედ და მძლავრად ხან აიწე­ვენ მაღლა, ხან დაეშვებიან ძირს, აღმა-ფრენენ, ლივლივებენ, ნა­­ვარ­დო­ბენ - ღრუბლებში.
     დარწმუნებულნი, დაჯერებულნი არიან თავიანთ [ძალაში] სიძლიერეში (...).
     იქ, სადაც ჯერ კიდევ გუშინ გაშლილიყვენ მინდვრები თეთრი ღრუბ­ლე­ბის - თვალ­წინ გაიშალა სოფლები.
     ისინი ამაყი სიმშვიდით შეხამებიან გარსშემორტყმულ უმაღლესი მთების კლდე­ებ­სა და მწერვალებს.
     თეთრად მოსჩანან მაღალი ქვის სახლები.
     კუთხეებში პარალელოგრამების მსგავსად კვადრატული კოშკებით [კუთ­ხე­­ებ­ში] და სათოფურებით - ფანჯრების მაგიერ.
     ამ გამაგრებულ ციხე-კოშკებში ცხოვრობდა ძველი ხალხი, რომელსაც ოდეს­მე სამ­ხედრო უნარის, გამბედაობისა და ერთსულოვნების გამო - პატივს სცემ­დენ ძვე­ლი რომაელები.
     წარვიდნენ ის დრონი და მათ, რომელთაც გაიმარჯვეს. გა­მარჯ­ვე­ბუ­ლებ­მა გა­ნიცადეს დამარცხება.
     ისტორიამ მიივიწყა ისინი.
     ისინი დარჩენ ჩაკეტილნი თავიანთ ყინულოვან მთებში.
     მოკლებულნი მიმოსვლასა და ურთიერთობას სხვა კუთხეებთან, ისინი ჩა­­მორ­ჩენ მთელი საუკუნეებით.
     მათ არ იცოდენ, რა არის პროგრესი.
     ბუნების მნგრეველმა ძალებმა დაიპყრეს ადამიანის გული და წარ­მოდ­გე­ნა.
     უძლური, უმწეო, ის მიეცა შიშს სტიქიური ძალების წინ.
     და თაყვანს სცემდა მათ.
     სიბნელე და ცრუმორწმუნეობა დაეუფლა ადამიანს.
     მან გააღმერთა გომბეშო, გველი და მამალი.
     და მუხლს [მო]იყრიდა ქრისტიანულ წმინდანთა წინაშე.
     მას ღრმად სწამდა დემონი, რომელიც ნისლიან ღამეებში აკვნიდან იტა­ცებ­და რა ახლად დაბადებულ
     ბავშებს, სცვლიდა მათ საკუთარ ნაშიერით.
     ყოველი ჩიყვით ავადმყოფი და კრეტინი - ეშმაკის მიერ [მოგდებული] შვი­­ლე­ბია.
     ეხლაც ტაძარში ინახება ფეხსაცმელი, რომელზედაც მღვდლები ამბობენ, რომ იგი [იგი ეშმაკის] ამ
     ფეხსაცმელს ატარებდა ეშმაკი, როდესაც შეცდომაში შეჰ­ყავდა ევა, და დაჰკარგა ეს ფეხსაცმელი ქვეყანაზე
     მაცხოვრის მოსვლის დროს.
     ადამიანი აქ ცხოვრობდა ღარიბად, [გაურბოდა ბნელ და] მაგრამ კვირაში სამ დღეს მაინც უქმობდა.
     ადამიანი აქ მგრძნობიერი, და ამაყია.
     იგი სევდიანად იგნებს, რომ საკუთარი ძალებით ძნელია გან­თა­ვი­სუფლე­ბა საუ­კუნეთა ტყვეობისაგან.
     აღმოჩნდენ ძალები, რომელთაც დაიმორჩილეს მრისხანე მთები და გა­არ­ღ­ვიეს გა­ურღვეველი ჯავშანი ცრუმორწმუნეობისა და სიბნელის.
     ყველაზე უფრო შფოთიანი მდინარის ხეობაში მიხვევ-მოხვევით მიდის [გა­თე­ლი­ლი] [ხელის გულივით] ტაშივით გზა.
     ამ გზით შეიჭრა პირველი ავტო.
     მხარეში, [სადაც] რომელმაც არ იცოდა, რაა ბორბალი, გამოიღვიძა, მიი­ხედ-მო­იხედა და შეუდგა შენებას თავისი ახალი ცხოვრებისას.
     ღრუბლებიდან გამოსრიალდა საბჭოთა თვითმფრინავი, დაეჯახა დე­მონ­სა და ღმერთს, გაანადგურა ისინი;
     გარეკა ხეობებიდან ბოროტი სულები.
     გაიღვიძა ადამიანში ახალი ადამიანის სიამაყემ.
     სტალინის ეპოქის ადამიანის სიამაყემ.
     სალამი სოციალისტურ სამშობლოს - ხმა-მაღლა ესალმება მათ რატი.

                                                                                    *

     რატი დიდი ხნიდან ოცნებობდა, აეგო სანატორია თავის მშობლიურ მთებ­ში. და მისი ოცნება გადაიქცა სინამდვილედ, როდესაც ამ ღრუბლებს იქი­თა მხა­რეში - გზა გაიყვანეს.
     რატისთან ერთად მთელი სოფელი იყო ჩაბმული ამ ამშენებლობაში, და მა­მა ევა­სი მუშაობდა თავდადებულად.
     ყველას ახარებდა [გარემოება, რომ] იმის განცდა, რომ მათ ექნებათ ეხლა კუ­­რორ­ტი. შემოსავალზედაც სასიამოვნო იყო ფიქრი.
     რატიმ იცოდა, რომ ამ მადლიან ქვეყანაში გადარჩებოდა ათასობით სი­ცოც­ხ­­ლე ისეთი ბედისაგან - რაც მის ახალგაზრდა ცხოვრებაში წილად ხვდა [იანი­ჩარს] ვლა­დიმიროვს.
     სასიამოვნოა, ჭაბუკობის დროს ინახულო ის ადგილები, სადაც პატარა-ბი­ჭობა გა­გიტარებია. აგონდებოდა რატის ყრმობის დროის ოცნებები.
     გაზაფხულის თრობით გაიღვიძა მის სულში მოგონებებმა ევას შესახებ. მაგ­რამ ყო­ველდღიური ზრუნვა, გეგმები, ანგარიში - აშორებდენ მას ამ [გა­ზაფხ.] ახალ­გაზრ­დობის ზმანებებს. წარსულისაგან გამოისმოდა ხანდახან ნა­ზი სიმღერა. მაგ­რამ [მან] რატის არ შესწევდა ძალა მათზე დანანების. მიდიოდა მას­თან გზად - ყრმო­ბის დროს ქალიშვილი, მაგრამ მათი გზები ერთმანეთს და­შორდნენ: რატი სხვას ვერ შეხვდა, ან ვერ შეამჩნია; იმ ქალიშვილს შეხვდა სხვა და ეს ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ძველის ძველი და მარად ახალი [ამბავია] ის­ტო­რიაა.

     ............................................................................................................................................

     ბოლავენ მილები ფაბრიკებისა და ქარხნების. ჩვენ მივქრივართ მო­მა­ვალ­ში ეხ­ლა არა ორთქლით - არამედ ელექტრონით.
     იზრდება ულამაზესი მხარე - არა დღეებით, არამედ საათობით. სდგება ახალ­­გაზრ­და ბუმბერაზი, სჭიმავს ფოლადის კუნთებს. მაგრამ მის ყოველ ნა­ბიჯს და ყო­ველ მოძრაობას თვალს არ აშორებს მტერი. უკვე გამყიდველი მო­­ნები მზად არიან, ზურგში ჩასცენ მას მახვილი, მაგრამ შემჩნეულ იქნენ და გა­ნადგურდენ.
     საზღვარს იქით მიდის ომი. გერმანული ქალაქის დანცინგის გამო, პო­ლო­ნეთმა დაი­ღუპა თავისი თავი - და თავისი არსებობა.
     დანცინგის გამო მივარდა საომრად ინგლისი და საფრანგეთი გერმანიას, ომის ცეცხ­ლი დაინთო.
     საბჭოთა კავშირო, დაუდარაჯე თავის საზღვრებს.
     აი, ფინლიანდიიდან მოიმართება ჩვენგან პირი იმპერიალიზმის.
     დიდი კავშირის ხალხებო, გაუფრთხილდით, მოუარეთ თქვენს  მშვი­დო­ბა­სა და მე­გობრობას.
     ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.
     მატარებელი მიჰქრის. რატი მიეშურება ფინეთის ფრონტზე.
     ბორბლების ხმაურობაში - ინთქმებიან ფიქრები.
     - ჩვენ ვიყავით ღარიბები, ვიყავით სუსტები: თქვენ კი ძლიერნი. თქვენ არ და­ზოგეთ არავითარი ძალა, არავითარი ხერხი, არავითარი [ცდუნება] ცბიე­რე­ბა, თქვენ დახარჯეთ დიდი თანხები, რომ გაგესრისეთ.
     ჩვენ ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ არ დაგმორჩილდით, არ დაგნებდით, წი­ნა­აღ­გი­დექით.

                                                                                            *

     ...პატარა ოთახში სითბოა და სიმშვიდე. ყველაფერი ნათლად და სუფთად გა­მოიყურება. რატიმ გაახილა თვალები დიდი ხნის ძილის შემდეგ. ასწია ხელი, რომ გადაეწია თეთრი საბანი, და იგრძნო მწვავე ტკივილი გულში. ეს - ტკი­ვო­და ჭრი­ლობა. მას თავზე ადგა (დახრილი იყო) ფიგურა მთლად თეთრებში და უსინ­ჯავ­და მას მაჯას.. მან სერიოზულად და строго - უთხრა, რომ წო­ლი­ლი­ყო მშვიდათ, და რომ მაშინ იგი უფრო მალე გაჯანსაღდება, მორჩება.
     რატი ცდილობდა მოეგონებია, რამდენი ხანი [იწვა] წევს იგი საა­ვადმ­ყო­ფო­ში. რო­დის გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ მან დაჰკარგა დროს ანგარიში. მან მხო­ლოდ, აი, ესესაა შეიგრძნო თავისი მდგომარეობა. მგონი, დიდი ხანი იყო მთლად გო­ნე­ბა­მიხ­დილი, და აი, მხოლოდ ეხლა გამოიღვიძა, გამოერკვა მძიმე ბოდ­ვისგან.
     ტკივილი ცოტცოტათი ნელდებოდა და ალერსიანი სიწყნარე - სუფთა და თბი­­ლი ოთახისა - ხვევდა სასიამოვნო სიმშვიდეს - მოსვენებას.
     დიდი ფანჯრიდან იგი ხედავდა უზარმაზარ ქალაქს. მაღალი, წარ­მო­სა­დე­გი შე­ნობები, მშვენიერი არქიტექტურა აღვიძებდენ მასში აზრებსა და გრძნო­ბებს, გა­ნაბნევდენ მის უფიქრებელ მშვიდობას და უბრუნებდენ ცხოვ­რე­ბას.
     ამ ქალაქისათვის მიდიოდა [ომი] ბრძოლა. დიდებული ქალაქი, აღგებული ხუ­როთმოძღვართა მიერ წყალთა სარკეებზე - იცქირება მუქარით თავისი მძლავ­რი ქარხნებით, ფაბრიკებით, - ჩვენთვის უცხო და მტრული ქვეყნისკენ.
     განთქმული უდიდესი მოვლენებით - ქალაქი პეტრესი და ქალაქი ლე­ნი­ნის - სა­ხელოსნო რევოლიუციის, ქალაქი ათასეული მუშების, ქალაქი მსწავ­ლუ­ლე­ბის, მის­კენ უმიზნებდა ბრჭყალებს მსოფლიო იმპერიალიზმი.
     ბუნდოვნად, როგორც სიზმარში, იღვიძებენ მოგონებანი.
     იქ ფინლიანდიის ტყეებში - ბუდე [იშენებენ] აიგეს სტერლინგმა და დო­ლარ­მა, იქ მაგნატები კაპიტალისა ამზადებენ მშრომელთა ქვეყნის დაღუპვას.
     მინდვრები, ტყეები, ჭაობები, წყალი საზღვართან - გახდენ სიკვდილის კე­რად.
     (ზევით სახლების სახურავებზე - ქვევით ხეებზე).
     გაახსენდა გრძელი ჩრდილოეთის ღამეები. ხანმოკლე ზამთრის დღეები; трес­кучие ყინვები. თბილი სანგრები, და მოუთმენარი ცდა, როდესაც მიიწევ წინ, მო­ულოდნელ შემთხვევისაკენ ბრძოლის ალმურში.
     და აი, ზარბაზნების გრიალში შეირხენ თოვლიანი ტყეები [განათება და] ელ­ვა გამსკ­დარი ყუმბარების ანათებენ სქელ ბურუსს. ტყვიები სტვენენ, ყუმ­ბა­რები ჟღერენ, ტყვია­მფრქვევები კაკანებენ, ტყვიამფრქვევები - ტყვიებს ღვრი­ან ხეებიდან.
     საბრძოლო შეძახილები, ტკივილის შეკივლებით დაცემულთა კვნესა და ძგრი­ა­ლი სატანკო მოტორების, ავსებენ ქვეყანას... დაძაბულობა ომისა ით­რევს. სა­შიშ­როე­ბის გადალახვა - აღფრთოვანებს, ცეცხლი არტილერიის გზას უკა­ფავს ტან­კებ­სა და ქვევით ჯარს. მტერი უკან იხევს [და] მდინარის გაღმა და აფეთქებს ხიდს. მდი­ნარე დუღს, მდინარე [ბუბუნებს] ბრუნავს, - გზას უჭ­­რის მოიერიშეს. წინ, წინ! და ჭურვის (ყუმბარის) დამაყრუებელ გასკ­დო­მა­ში, ცეცხლში და ყინვაში, უშიშარი წი­თელი მებრძოლები [მიიწევენ] ზღაპ­რუ­ლი სისწრაფით აგებენ საპონტონო ხიდს, რო­მელზედაც ლავის მსგავსად გა­დას­ცურდება ჯარი.
     სქელი ბურუსი თეთრი ორთქლით ხვევს ბრძოლის ველს. ნისლი გა­სა­ოც­რად ადი­დებს საგნებს.
     გიგანტიურ ტყეზე მიიმართება კოლოსალური საბრძოლო მანქანები.
     ამ მავალ ციხე-სიმაგრეთა წინ განირთხმებიან და ეცემიან მდევების მსგავ­სი ხეე­ბი. ისინი სთელავენ მავთულების ხლართებს, ანგრევენ მტრის სი­მაგრეებს, და მიე­რეკებიან მოწინააღმდეგეს თავდაცვის ახალი ხაზისაკენ. სა­ნამ არ აღიგვებიან ყვე­ლა დამღუპველი, [დაბრკოლებანი] და­მაბრ­კო­ლე­ბე­ლი ზღუდეები, და მათთან ერ­თად მხეცური წინააღმდეგობა მტერის.
    დახევისას მტერი ანადგურებს ყველაფერს, დაფუძნებული ად­გი­ლე­ბი­დან მიე­რე­კება მშვიდობიან მცხოვრებლებს, სწვავს მის სარჩო-საბადებელს, ან­გ­რევს ფაბ­რი­კებს და თავის შემდეგ სტოვებს გადატრუსულ ცხედრებს შე­ნო­ბებისას, და­ნაღ­მულ ქუჩებს, სახლებს, მოწამლულ ჭებს.
     ვერ ითვლი ბრძოლის საათებს, არაა განსხვავება ღამესა და დღეს შორის. ადა­­მიანი ივიწყებს ძილს, ჭამა-სმას, იგი ცხოვრობს მხოლოდ ბრძოლის განც­დე­ბით.
     მტერმა დაიხია, რატი გამოვიდა ტანკიდან და გაიარ-გამოიარა ბრძოლის ველ­­ზე. რაღაც არა ბუნებრივი დუმილი იდგა და ამ სიჩუმეში თითქო და­ცოცავ­დენ მი­წაზე დაჭრილთა კვნესები.
     სანიტარული რაზმი ჰკრებდა - გაყინულ ხალხს. ისინი ფრთხილად გა­და­დი­ო­დენ [მოკლულთა] - ცხედრებს შორის და ჭურვის მიერ სამარისებურად ამოთ­ხ­რილ ორ­მოებზე... აქა-იქ ეყარენ ტანკები, მკვდარი (დამტვრეული) რკი­ნე­ბის გროვა, ხრენ­გი და ყოველგვარი სხვა რამ, არეული ადამიანის ცხედრებსა და ცხოველების სხე­ულთა ნაფლეთებს შორის.
     აქ, ფინელებთან ერთად - სიცოცხლის დასასრული ჰპოვეს ბევრმა მო­ხა­ლი­სე შვე­ციელებმა, ამერიკელებმა, ინგლისელებმა; ისინი აქ მიიტყუა უმაღ­ლე­სი სა­ჩუქ­რე­ბის დაპირებებმა.
     რატიმ მახლობლად შეამჩნია ადამიანის ფიგურა, რომელიც წამოდგომას (წა­მო­წევას) ცდილობდა დაყრდნობილი ცხედარზე.
     [მან] იგი სწრაფად გაემართა [მისაშველებლად], რომ მიშველებოდა ადა­მი­ანს. მაგ­რამ იგი უკვე ფეხზე იდგა, რაღაცა წაიბუტბუტა.
     რატი ჩააცქერდა  სახეში უცნობს. და რაც გასაოცარი არ ყოფილიყო, ერთ­ბა­­შად შეიცნო ინგლისელი, და სწორედ ის, რომელთანაც ოდესმე გასწორება მო­უხდა ბოქ­სით, მაგრამ მანაც იცნო რატი და მხურვალე სალამი უძღვნა რე­­ვოლ­ვერის ტუ­ჩიდან.
     შემდეგ რატის აღარაფერი არ ახსოვდა. იგი, მგონია, გაცივდა გზაში ფილ­ტ­­ვე­­ბის ანთებით.
     დღეს დაუბრუნდა მას გრძნობა-გონება და [დაიწყო] იწყო გადახრა გა­მორ­­ჩე­ნის­კენ.
     ამ ხნის განმავლობაში კი უკვე დაიწყო ომი.
     საბჭოთა ლითონის აფეთქებებით, საბჭოთა არტილერიის ცეცხლქვეშ, თავ­­გან­წირვითა და საომარი სულით, განწყობილებით წითელ მეომართა, წი­თელ მფრი­ნავ­თა - დაეცა ხაზი მანნერგეიმი.
     მანნერგეიმი - დასაყრდენი და იმედი ომის გამჩაღებელთა, ფინეთის ბურ­ჟუა­­ზიის.
     მანნერგეიმი - მიუდგომელი ციხე-სიმაგრე ბურჟუაზიული საინჟინრო ხე­ლოვ­ნე­ბისა, სამხედრო ხერხის და სიბრძნის.
     ვიპპურზე აღიმართა წითელი დროშა.
     სალამი მეთორმეტე მოკავშირეს, კარელია-ფინეთის რესპუბლიკას.
     მგზნებარე შემოქმედებითი შრომა განამდიდრებს დაჩაგრულთ, იგი გა­ნა­ხორ­ციე­ლებს ხალხის ოცნებებს, [რაიც იმღერებოდა კალევალას ხელში] რა­ზედაც მღე­რო­და კალევალა, ბედნიერი ცხოვრების ოცნებაზე, მშობლიურ ტყე­ებზე, მშობლიურ მინდვ­რებზე, რომ ზღვისპირა მხარე გამდიდრებულიყო და მთელი ქვეყანა ავ­სე­ბუ­ლიყო პურით, რომ ვერ შეხებოდა მას ბოროტი ხელი, რომ მტერმა ვერ შესძლოს ნა­ყოფთა მოტაცება, სანამდე ცაზე ბრწყინავს ოქ­როს [მნათობი] მთოვარე.
     ნება-სურვილი ხალხის, ეს ზრუნვაა სტალინის.
     ღრმა კმაყოფილებას განიცდის რატი, იგი ხუჭავს თვალებს და ეძლევა სიმ­შ­­ვი­დესა და მოსვენებას.
     კარები წყნარად იღება და ქალიშვილს თეთრ ხალათში შემოაქვს საუზმე под­нос-ით.
     იგი უსწორებს ბალიშებს, უღიმის გულკეთილი ცისფერი თვალებით, მზრუნ­­ვე­ლობით ეპყრობა.
     - მე ჯერ კიდევ სუსტადა ვარ, - ამბობს რატი, - მაგრამ ვგრძნობ, რომ ყო­ველ, ყო­ველი საათით ვღონიერდები.
     - რა თქმა უნდა, - ალერსიანად ამბობს ქალიშვილი, - საფრთხემ გაიარა. თქვენ უკ­ვე აღარ დაიწყებთ მძიმედ ბოდვას და ძალიან მალე გა­ჯანმრ­თელ­დე­ბით. თქვენ უნ­და [იყოთ] ეცადოთ, იყოთ მშვიდათ, ძალიან მშვიდათ. და მე გირ­ჩევთ, [არასდროს] არ იფიქროთ - ომის შესახებ.
     - განა თქვენ [კი გსურთ] გინდათ, რომ ომი სრულებით არ იყოს? - ეკით­ხე­ბა რა­­ტი.
     - რა თქმა უნდა, მინდა, - უპასუხებს ქალი.
     - მაშ, როგორ შეიძლება მასზე არ ვიფიქროთ, ომი შეიძლება მოისპოს მხო­ლოდ ომით.
     - აი, მიირთვით ფორთოხალი, - და ქალი პირში უდებს გემრიელ ნაჭერს ფორ­­თოხ­ლისას, - ფორთოხალი მოგვივიდა თქვენი მხარიდან, აი ნახეთ, რა სურ­­ნელოვანი და გემრიელია. რა კარგია, ალბად, იქ, შავი ზღვის პირად, რო­გორ მინ­და იქ ყოფნა. ამ­ბობენ, თვლა არა აქვთ ფორთოხლისა და ლიმონის ბა­ღებს, იქ ჩაი იზრდება, იქ, თუ­თუნი ჰყვავის, მინდა, ვნახო მთები. [მე­ნატ­რე­ბა] მინდა, ვაგროვო ყვავილები.
     - მერე რა დიდი ამბავი უნდა იქ წასვლას, ქალო.
     - უსათუოდ, უსათუოდ უნდა წავიდე.
     - ეხლა კი თქვენ ისაუზმეთ, ეხლა დაისვენეთ. და ალერსიანი ქალიშვილი მი­დის.
     რატის რული ეპარება. მას ესიზმრება მშობლიური მთები, ველები, ჰყვა­ვის ნუ­ში, ველებსა და ბაღებში დაწყებულია საგაზაფხულო მუშაობა. ტყეებში ზამ­­ბახები და იები ჰყვავიან, ყვავილები, სიცოცხლით სავსე, სურნელოვანი, ნა­ზი და მშვენიერი ყვა­ვილები ესალმებიან გაზაფხულს.

............................................................................................................................................

............................................................................................................................................

     იყო ზაფხულის საღამო, როდესაც რატი ტფილისში ჩამოვიდა. დღე მისი ჩა­­მოსვ­ლისა აღინიშნა ჯერარნახული წვიმა-ნიაღვრით.

     (აწერილია).

............................................................................................................................................

............................................................................................................................................

     რაღაც უცნაურად სტიქიური უბედურებანი [სულ] ემთხვევიან ის­ტო­რი­ულ ამ­ბებს. შეიძლება იმის გამო, რომ როგორც პირველი, ისე მეორე - არა­სო­დეს არ იფხვ­რება ჩვენს პლანეტაზე.
     დაფუძნდა რა ისევ მშობლიურ ქალაქში, რატი მიიწევდა ისევ მალე და­ეწ­ყო მუ­შაობა. მოქალაქის სინიდისი ნებას არ აძლევდა უმოქმედობისას.
     მთელი მხარე ძალღონეს იკრებს, აზროვნებს, იგონებს, რათა ხელ­შე­უ­ხე­ბელი გახ­დეს მტრისაგან, იბრძვის შრომისათვის, ლითონისათვის, ნავ­თისთ­ვის, შრომობს მან­ქანათა დაზგებთან.
     მაგრამ დიდხანს არ უმუშავნია რატის. გამოჩნდენ ავი ნიშნები ავადმ­ყო­ფო­ბის. მას ექიმები ურჩევენ ხანგრძლივ დასვენებას სადმე მთებში, ქალაქის მო­შორებით.
     დრო მიდიოდა, მაგრამ რატი მაინცა და მაინც არ იჩქაროდა წასვლას. წვი­მი­ანი [დღეე­ბი] ამიდებიც ხელს უშლიდენ. ყველას სჯობდა, ამნაირ ამინდში ტფი­ლისში ყოფ­ნა, ფიქრობდა იგი და ექიმობდა ისევ თბილისში, სხვა დროს კი დღეს წიგ­ნთ­სა­ცავ­ში ატარებდა, სადაც ჰკითხულობდა გაზეთებს და წიგ­ნებს.
     ხანდახან საღამოობით - ჩაუჯდებოდა დღიურს; მასში შეჰქონდა თავისი აზ­­რე­ბი და შთაბეჭდილებანი. დღიური ავსებდა იმ სიცალიერეს, რომელიც შე­იქმნა მას­ში <...> მუშაობისაგან მოწყვეტით.
     აი, ზოგიერთი ადგილები მისი  დღიურიდან.

............................................................................................................................................

............................................................................................................................................

     აგვისტო უკეთესი თვეა ამიერკავკასიაში, მაგრამ წელს იგი იყო მეტად ცხე­ლი და მხურვალე, განსაკუთრებით ტფილისში. მზე სწვავდა ტფილისს, არ ჰქროდა გა­მაცოცხლებელი ქარი, ჰაერი შეგუბებული იყო. უღრუბლო მტრე­დის­ფერ ციდან ცეცხ­ლოვანი მზე დაგავდა მცენარეებს, ახურებდა ქვა­ფე­ნილს და სახლებს, რომ­ლე­ბიც ვერ ასწრებდენ ღამღამობით გაცივებას.
     ამ სულისშემხუთველი ღამეების გამო გამკრთალდა ძილი, ღია ცის ქვე­შაც კი, თით­ქო კოსმოსის სივრცისაგან ღვრიან ვარსკვლავები მხურვალე სუნ­თქ­ვას დე­და­მიწაზე.
     დუნდებიან ნერვები, ჰქრება სიმკვირცხლე, და ადამიანი ადვილად ნებ­დე­ბა თა­ვის სნეულებას.
     რატიმ შეიგნო თავისი მდგომარეობის მთელი სერიოზულობა და ქა­ლა­ქი­დან წასვ­ლას უჩქარა.
     ერთხელ ნათელი ღამით მიემართებოდა მანქანა მთებში. იგი მსუბუქად გა­­რე­უვ­ლიდა გზების ხვეულებს, ფრინველივით მიჰქროდა ღრმა უფსკ­რუ­ლებ­ზე. მშვი­დად მიდიოდა ჩამოწოლილ კლდეებში, შფოთიან მდინარის პირად.
     დასახლებულ ადგილამდე ჯერ კიდევ შორს იყო, როდესაც მანქანა გა­ჩერ­და.
     მანქანიდან გამოვიდა მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, მიმზიდველი [ლამ.] თა­ვისი ვაჟკაცური და მოწიფული სილამაზით - ნაბადში და ქეჩის ქუ­დით.
     მან მოუხვია შემოკლებული გზით, რომელიც ბილიკით [ადიოდა მთაზე] მი­დიო­და მთიური მინდვრიდან - [მთაზე] მაღლა.
     მას სურდა ფეხით გაეარა თავისი მოგზაურობის მიზნამდე.
     რა კარგია, რა საამური, თითქმის დიდი ხნის ნაცნობი, მაინც დავიწყებული გზით ხელახლა სიარული.
     როგორი სიმსუბუქით სუნთქავს მკერდი -
     როგორ გამხნევებს განთიადის სიცივე.
     დიდი ხანია არ უნახავს რატის ეს მშობლიური ადგილები..
     (აწერა დილისა მთებში. დაწერილია).

.............................................................................................................................................

.............................................................................................................................................

     აი, განიბნენ ღრუბლები და მის თვალწინ გაიშალა მისი სოფელი, მაგრამ გა­­ნახ­ლებული, აღორძინებული სოფელი. ადამიანებიც ისინი არ არიან, რანიც იყ­ვენ წი­ნად, შეცვლილან. მათ შეუწყვეტიათ ყოველგვარი კავშირი წარ­სულ­თან, გა­დუგ­დი­ათ მხრებიდან სიმძიმე მისი კანონების, რომ იცხოვრონ სა­მარ­თ­ლი­ანობის კა­ნო­ნით, და სტალინური კონსტიტუციის სიბრძნით.
     აი, ალვის ხეებში ჩარგული თეთრი ქვის შენობა.
     ეს თეთრი ქვის სახლი მზით მოელვარე ფანჯრებით - საბავშო ბაგაა, სა­წინდარი სი­ცოცხლის, საწინდარი ამ მხარის უკვდავების.
     ოდესმე აქ საზრდო არ ჰყოფნიდათ ადამიანებს.
     ისინი მკაცრნი გახდენ.
     მუდმივმა შიმშილმა დაბადა სასტიკი ჩვეულება ახლად დაბადებული [ქა­ლი] გო­გონების მოსპობის.
     აი, თეთრ კაჟით დაფენილ გზაზე სდგას აფთიაქი - ბაღჩაში მხიარული ყვა­­ვი­ლე­ბით. ექიმბაშებს, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებთ. შელოცვას, ბა­ლა­ხებს, და სხვ. - სცვლიან ლათინური რეცეპტები.
     განცალკევებით, მაღლა მთაზე, სდგას ორსართულიანი შენობა. ეს არის შკო­­ლა, წინასწარმთქმელი, წინასწარმეტყველი ქვეყნის მომავლის.
     (გა­მომც­ხა­დე­ბელი, მა­უწყებელი) სპეტაკი ნათელი ცოდნისა - ანიავებს უმეც­რების სიბ­ნელეს.
     ეშმაკები, ქაჯები, კუდიანები, ბოროტი სულები, წმინდანები ყოველი ფე­რი­სა და სახის, საიქიოდან მოსულნი, - მუდამ რომ სდევნიდენ საწყალ ხალხს, - გა­­ნი­ფან­ტენ ხეობებში და ხევებში, როგორც ნისლი.
     სამარცხვინო ველურობად მიაჩნიათ მათ ბევრი წარმოდგენა წინაპართა.
     რაც წინად ღირსების საქმედ ითვლებოდა, ეხლა მიიღება როგორც შეუ­რაც­ხ­­ყო­ფა ადამიანური ღირსების.
     ვინ ფიქრობს ეხლა, მაგალითად, სისხლის აღების შესახებ?
     ვინ ისვრის ტყვიებს ბავშის აკვანში?
     რამდენი ახალი სახლია, სასტუმრო, კლუბი, უნივერმაღი, სოფლის საბჭო.
     ვერ გაიგებ ეს დაბაა თუ ქალაქი?
     აი, ნაყოფი ნაყოფიერი კოლექტიური შრომის.
     შორიდან კი, ჭაღარა ფიჭვებს შორის, ისე მიმზიდველად იყურება ახალი სა­ნა­ტო­რია თავისი მშვენიერი აივნებით.
     ახალგაზრდული სიხარულით [აივსო] აძგერდა რატის გული: ისიც ხომ მო­ნა­წი­ლეა და შემომქმედი ამ ახალი ქვეყნის.
     საიდან დაიწყო ეს? მოხუცებს არ ესმოდათ, ახალგაზრდებმა არ იცოდენ - თუ რას მოუტანს განთავისუფლებული შრომა განთავისუფლებულ ხალხს.
     როგორ აფუსფუსდენ, როდესაც პირველი საბარგო მანქანები [დაინახეს] ჩა­მო­ვიდნენ, ჩამოიტანეს მასალები. განუწყვეტლივ ჭრიალებდენ, მთელი დღე­ე­ბის გან­მავლობაში - საზიდები ხე-ტყით, ხმაურობდენ ნაჯახები, ხრია­ლებ­დენ ხერხები. ყვე­ლა ეს ხმები უერთდებოდენ ხალისიან სიმღერას, რო­მე­ლიც [გამოვიდა] გა­მოფ­რინ­და მშრომელი ადამიანის გულიდან და ადიდებდა უკე­თესი ცხოვრების ბედ­ნიე­რებას.
     რატიმ გაუხვია სანატორიისაკენ. მზე კარგა მაღლა იყო წამოსული. საი­დან­ღაც მოისმოდა მწყემსის სალამური.
     ჯგუფი გლეხებისა და გლეხის ქალებისა, მზით დამწვარისა და სუფთად ჩაც­მუ­ლის, ეშვებოდა მთის კალთებიდან - სათიბავიდან (სათიბიდან).
     რატი გაჩერდა ბაღში სანატორიის წინ.
     იგი ჯერ კიდევ თვალს [ავლებდა] ვერ აშორებდა გარშემორტყმული ბუ­ნე­ბის მშვე­ნიერ სურათებს.
     იგი ხარბად სუნთქავდა [თბილ] სუფთა ჰაერს, ფიჭვისა და მოთიბული თი­ვის არო­მატით - სავსეს.
     და იგი იდგა მარტო. მხოლოდ პატარა გოგო [დაინახა] სჩანდა მისკენ მი­მა­ვალი.
     სხვა არავინ.
     რატის უყვარს ბავშები. თუნდა აი, ეს პატარა ქალი, მისკენ რომ მოდის.
     იგი ჰგავს ყვავილს, მარტოდ-მარტოს მაღალ მწერვალზე ამოსულს და მთელ უსივრ­­ცო მსოფლიოზე.
     ეს იყო სიახლე, ცოცხალი და ნათელი, როგორც ეს დილა.
     ეს იყო სიახლე ყველაზე უფრო ნაზი, ყველაზე უფრო ძლიერი... აი, ეს პა­ტარა გო­გო.
     მისთვის ყვაოდენ ყვავილები, მისთვის მღერიან ფრინველები, მისთვის ელ­ვა­რებს მზე.
     მისთვის იცავენ საზღვრებს საბჭოთა კავშირისას.
     რომ მანაც იყვავოს ძმობისა და სიყვარულის სამეფოში და იყოს ბედ­ნიე­რი!
     [როდესაც გოგო ახლო მოვიდა...]
     აი, ეს გოგო ახლო მოვიდა.
     შეიძლება იგი დაესიზმრა რატის გაზაფხულის ღამეს, როდესაც ჰყვა­ვო­დენ ვარ­დები და სტვენდა იადონი?
     არა, ეს ზმანება არ არის, ეს სინამდვილეა.
     ეს სახე, ეს თმები [ბავშის..] უნახავს მას სადღაც, დიდი ხნის წინად.
     მაგრამ ეს ხომ ბავშია. პატარაა.
     [ნაცნობია] ეცნობა მას ეს ღიმილი, ნათელი შავი თვალები, ალერსიანი ბა­გე, სუფ­თა თეთრი შუბლი, მომრგვალო ნიკაპი, ვარდისფერი ლოყები და მძი­მე შავი [ნაწ­ნავ] თმები.
     სად და როდის ნახა ეს მოქნილი, მოხდენილი ტანის ბავში.
     ბავში ყველგან ბავშვია: იგი გულუბრყვილოდ მოვა და გეტყვის: გა­მარ­ჯო­ბა, ძია და შემდეგ - ვის ეძებთ? ვინ გინდათ? მე წაგიყვანთ. წავიდეთ ერ­­თად. საიდან ჩა­მობრძანდით, ძია? თბილისიდან?
     - შენ კი, გოგონა, აქაური ხარ?
     - აქაური, აწი აქ ვიცხოვრებთ. დედა აქ მუშაობს. იგი უფროსი ექიმია. წი­ნად კი მოსკოვში ვცხოვრობდით. დედა იქ კლინიკაში მუშაობდა.
     მამა კი დიდი ხანია -  ცოცხალი არ არის. იგი ქარხნის დირეკტორი იყო და უეც­­რად გარდაიცვალა დიდი კამათის დროს.
     [მე ძლივას მახსოვს..] ძლიერ პატარა ვიყავი. მაგრამ ვიცი.. მამა გმირი იყო. იგი აქ ახსოვთ. თქვენ ყოფილხართ ომში? - უეცრად ჰკითხავს გოგონა.
     - [როგორ] ვყოფილვარ. აბა, როგორ არ ვყოფილვარ.
     - დაგაჯილდოვეს?
     - დამაჯილდოვეს, მაშ.
     - აჰ, მაშინ თქვენც გმირი ყოფილხართ.
     მამაჩემი კი სამოქალაქო ომში იყო. ისა და დედა დიდი ხნის წინად გა­და­ვი­დენ ფე­ხით ჩუმად საქართველოდან ჩრდილოეთ-კავკასიაში, რომ ჩა­მო­ე­ტა­ნათ აქ იარა­ღი - აჯანყებისათვის. მაგრამ ვეღარ დაბრუნდენ, იქ თურმე იყო ვიღაცა დენიკინი, და ჩე­მი დედ-მამა მოხვდენ თეთრების წინააღმდეგ ომ­ში.
     - რა გვარი იყო მამაშენი, გოგონა!
     ბავშვმა ვერ მოასწრო პასუხის გაცემა, კარებში მათ შეეჩეხა მაღალ-მა­ღა­ლი, ლა­მაზი, მოხდენილი ქალი.
     - აი, ეს არის... ჩემი დედა! - მსუბუქი სიამაყის გამომეტყველებით გა­ნაც­ხა­და გო­გონამ.
     რატიმ თავი დაუკრა.
     - აი, დედა, ჩვენთან მოვიდა ახალი ავადმყოფი... მე მას გავეცანი კიდეცა!
     - ძალიან კარგი, მეგი, - სთქვა ქალმა, - შენ ეხლა დაგვტოვე ჩვენ. წადი პა­პას­თან, საფუტკრეში. [დაათვალიერე ფუტკრები] შენ ხომ გიყვარს ფუტკ­რე­ბი.
     გოგონას არ უნდოდა ასე უცებ შეეწყვიტა საინტერესო ნაცნობობა, მაგ­რამ უარის თქმის ნება არა ჰქონდა.
     მან სინანულით შეხედა რატის და წყნარად სთქვა: „ჩვენ კიდევ ბევრს ვი­­­ლა­­პა­რა­კებთ, არა?“
     რატიმ გულით გაუღიმა მას.
     ქალმაც გაიღიმა, - სჩანს, თქვენ უკვე  დამეგობრებულხართ.
     - დიაღ, მას[თან], ალბად, მთელი ქვეყანა მეგობარია.
     ქალი განაგრძობდა გაღიმებას. ამ ღიმილში - ცოცხლდებოდა რაღაც და­­ვიწ­ყებული [გრძნობები] ოცნებები. იგი იღიმებოდა და თვალებიდან იფრქ­ვე­ო­და მზე - და ანათებდა - დიდი ხანია გამქრალ დროს, წარსულს. იგი აღ­ვი­ძებ­და ძველს და­მატყვევებელ სიმღერას.
     - ევა! - აღმოხდა გულიდან რატის.
     - რატი! - იცნო ევამ.
     მათ მხურვალედ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.
     - ბედმა გადმომისროლა თქვენკენ.
     - და მოიქცა ბედი ძალიან კეთილშობილად.
     ამ დროს ისევ გაჩნდა გოგონა. მან საყოველთაოდ განაცხადა, რომ პაპა თვი­თონ მოვიდა აქ, მოიტანა ახალი კა­­რა­ქი და თაფლი.
     შემდეგ რატის მიუბრუნდა:
     - დამავიწყდა მეთქვა, თქვენ მამაჩემის გვარი და სახელი მკითხეთ: მისი [გვა­რი] სა­ხელი იყო იოველი, გვარი...
     - წავიდეთ, წავიდეთ, რატი და ევა.
     მამას ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა.
     [ისინი]...

.............................................................................................................................................

............................................................................................................................................

დასასრული

 

     Die March der Liebe und Weins.

                                                                                           *

     ეს მოხდა შეიძლება იმის გამო, რომ იოველს ბავშობიდანავე ერთი ნატვრა ჰქონ­­და: სადმე, როგორმე საათი შეეძინა. ათი წელი გავიდა და ვერასგზით ეს სურ­­ვი­ლი ვერ აისრულა: ვერ მოახერხა დაეგროვებია იმდენი ფული, რომ მი­სუ­ლიყო მთა­ვარ ქუჩაზე მოთავსებულ საათების მაღაზიაში და ეთქვა: „აი, ფუ­ლი, მომყიდეთ სულ უბრალო [საათი], მაგრამ კარგად მომუშავე საათი“. პი­რიქით, ის ისეთი ღარიბი იყო, რომ წლობით სისტემატიურად შიმშილს გა­ნიც­დიდა; რაღაც ასეთი ბედის იყო, გაკ­ვეთილები, რომელსაც იგი აძლევდა, მი­ნიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებდა მოთ­ხოვნილებას. საათზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.
     მაგრამ ერთხელ მასთან, მის ყოვლად ღარიბულ ოთახში, მივიდა ძველი შკო­ლის მე­გობარი და უთხრა.
     - იოველ, გულახდით მითხარი, ისევ გაჯავრებული ხარ ჩემზე? ნუ თუ ამ­დენი ხნის განმავლობაში ვერ დაივიწყე ჩემი ბავშობის გამო ჩადენილი შეც­დო­მა.
     იოველმა უხერხულობა იგრძნო: როგორ უთხრას ეხლა მას, რომ იმგვარივე ზიზ­­ღის გრძნობა აქვს გულში, როგორც წინად ჰქონდა: ცინიზმი, რომელითაც ხა­­სიათდებოდა მისი შკოლის მეგობარი, [ისეთსავე] ეხლაც ახასიათებს მას: ურ­ცხ­ვად მო­ღიმარე სახე, მუდმივი დაცინვისა და შეურაცხყოფისათვის მზად მყო­ფი [რი­მა­ნე­ლი] რატი - მას ეხლაც ეჯავრებოდა.
     რატიმ, რაკი პასუხი ვერ მიიღო, მიავლ-მოავლო თვალი ყოფილი ამხანაგის ღა­­რიბულ ბინას. მის სახეზე უცნაურმა ღიმილმა გაიელვა, ისეთმა, რომელმაც საბ­­რა­ლო იოველს ჟრუანტელი მოჰგვარა. რატი კი, ალბად, წასვლას ეპი­რე­ბო­და, ამო­ი­ღო საათი, დახედა და წამოიძახა:
     - ოჰო... ღამის თორმეტი საათია, - და წამოდგა.
     შემდეგ კიდევ იოველს მიმართა:
     - იოველ, მე შენდამი მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას განვიცდი. რი­თი და­გიმტკიცო ეს? დღეს შენი დაბადების დღეა და მინდა, მცირე საჩუქარი მო­გართვა: აი, ეს საათი, თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი. ვიცი, საათი არა გაქვს და, რაც არ უნდა იუარო, მე ამ საათს შენ გიტოვებ... იყავი კარგად, იცოცხლე დიდ­ხანს.
     სთქვა და გავიდა.
     იოველი სახტად დარჩა: რას ნიშნავს ეს? მისი დიდი ხნის ოცნება ას­რუ­ლე­ბუ­ლია. შეიძლება იგი შემცდარი იყო რატის შესახებ წარმოდგენაში. შე­იძ­ლე­ბა რატი რაი­მე ახალს დაცინვას უმზადებს მას? რატი, რომელიც მას და­ღუპ­ვით ემუქ­რე­ბო­და, რატი, რომელიც თითქო არასდროს რაიმე კარგს არ ჩა­ი­დენს. რას ნიშნავს ეს? იგი ღრმა ფიქრებს მიეცა, საათი კი უდარდელად ტიკ­ტიკებდა მაგიდაზე, და უკვე ღა­მის სამს აჩვენებდა.

 

* * *

     მესამე დღესვე მესაათის მაღაზიაში, მესაათესა და რატის შუა ასეთი სა­უ­ბარი იყო...
     - გთხოვთ, გამიკეთოთ ეს საათი.
     - მაგრამ როგორ? ძალიან ძველია.
     - არა უშავს, სახსოვარია.
     - დაუღუპავხართ, ვინაც ეს საათი გისახსოვრათ..
     - როგორ თუ დაუღუპივარ...
     - ამ საათის რემონტებზე იმდენი ფული დაგეხარჯებათ, რომლითაც ათს სა­­ათს შეი­ძენდით, ახალსა და ნამდვილს.

                                                                                            *

     ესპ. კაფე - 20 სტრ. + ანდრე მალრო და ჟ. - 16 + ვინ არის - 56 + ჩვენს იქ ყოფ. - 24 + სეზონი - 16 + არის გზაჯვ. - 22 + ჰანრი ბ. - 36 = 190.

     Заря – 200. 202 стр.

     Азия, Африка!
     Огнем палимый день. Август.
     Дворцы и крепости, поля и фабрики.
     Агитпроп.

                                          მიმავალი საქართველო

     1905.
     მარხავდენ [რაღაც] სხვანაირი დამარხვით. პროცესია [მიუახლ.] შევიდა ხე­ე­ბით და­ბურულ სასაფლაოში. ქვებზე ჩამომსხდარი შავებში მოსილი ქალები მუხ­ლ­მოყ­რილ­ნი ქვითინებდენ და მათი ლანდები გამჭვირვალედ ეცემოდენ ქვებს. მხურვალე ჰაე­რიდან ბალახებზე მისრიალებდა დიდი ფრინველის ლან­დი.
     - ხეები გაზრდილან, - ჩაილაპარაკა იოველმა, - ყვავილებიც ბლომადაა. ეეჰ, რა საჭიროა ყოველივე ეს. ზედმეტია ეს სუნნელოვანი ბალახებიც. ეს გვირ­გ­ვინებიც ზედ­მეტია.
     ახალგაზრდა ქალმა სრულიად არაფერი არ უპასუხა. მის სახეზე ათა­მა­შე­ბული [იყო] ახალგაზრდა სისხლის მოძრაობა, ებრძოდა მწუხარების გა­რე­გან გა­მო­მეტყ­ვე­ლებას. მოვიდენ სასაფლაოზე ბავშები, მათ მოიტანეს ყვა­ვი­ლები.
     - შევურიგდეთ ყოველივე ამას? - [გაიმეორა ვაჟმა].
     - უნდა შევურიგდეთ! - მოკლედ უპასუხა ქალმა.
     - ეს ხომ მხოლოდ [სიზმარია] კოშმარია?
     - უნდა შევურიგდეთ [სიზმარს] კოშმარს.
     - მაშ, სიმართლე? სადაა სიმართლე?
     - აი, სიმართლე! - მიუთითა ქალმა მიცვალებულისაკენ.
     - კარგი სიმართლე კია! - [ირონიულად გაიღიმა ვაჟმა].
     - ეხლა არავის არ აშინებს ასეთი სიმართლე, - მხრების აწევით სთქვა ქალ­მა და შავებში მოსილი ქალებისკენ მიიხედა.
     შავებში მოსილი ქალები კი ამ­ბობდენ:
     - ჩვენ ეკლესია გვინდა, ჩვენ წირვა-ლოცვა გვინდა.
     მაგრამ ერთი ახალ­გაზრდა ქალი ამ­ბობდა:
     - თქვენ შეშლილები ხართ - არ არის ღმერთი, არ არის ანგელოზები, არა­ვის­თ­ვის საჭირო არაა ეკლესია [და წირვა-ლოცვა]. გაი­გეთ ეს. შეიგნეთ.
     შავებში მო­სილი ქალები სიბრალულის გრძნობით შესც­ქე­რო­დენ ქალს.
     ქალ-ვაჟმა ერთმანეთს გადახედეს და განზე გასწიეს, ქალი ლაპარაკობდა რუ­­სუ­ლად.
     - ილაპარაკეთ, თუ შეიძლება, ქართულად, - ჩაილაპარაკა ვაჟმა.
     - ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, მგონია, შეგაწყინეთ თავი.
     - კარგი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, მე ყოველთვის ცოტა მგონია.
     - რა სისულელეა. ნუ თუ თქვენ შეგიძლიათ, ეხლა ლაპარაკი, გულ­დამშ­ვი­დე­ბით? შეგიძლიათ ასეთი საუბრის მოსმენა? განა ასეთი დროა?
     - სხვისაგან არა; თქვენ ყოველთვის სიამოვნებით გიგდებთ ყურს.
     - ეეე, სისულელეა.
     - დაგიგდებდით ყურს მთელი დღე, მთელი ღამე, თვე, წელიწადი. ილა­პა­რა­კეთ ოღონდ, ილაპარაკეთ ქართულად (ტირის).

 

 *

     ახალგაზრდობა მხიარულობს, ახალგაზრდობა სწავლობს.
     სჭირდება მხარეს აგრონომები, ბრიგადირები, მებაღეები, ექიმები, ინ­ჟინ­რები.
     მოხუცებსაც [აინ] [იცქირებიან და] უხარიათ, როცა წიგნებსა და გა­ზე­თებს გაშ­ლიან: როგორ ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში, ახლობელსა და შორეულ მხა­რეებში.
     - რად დაესხა თავს იტალია აბესენიას? იაპონიას რა უნდა ჩინეთში, ამე­რი­კაში მდიდ­რები რად აქცევენ შხამად ფორთოხლის მთებს; რისთვის სწვავენ ხორ­ბალს, [და] ზღვაში რად ჰყრიან ყავას ტომრებით - როდესაც ხალხი შიმ­ში­ლისაგან იხო­ცება?
     - ეს კიდევ რა წიგნია? შენ როდისმე [გაგიგონია] წაგიკითხავს  ტრის­ტა­ნი­სა და იზოლდას ამბავი?
     - ახალი ამბავი გაიგეთ? - მოხუცები სმენად გადაიქცევიან, - სმენა იყოს და გა­გონება: ვაჭრებმა დიდი ხანია განიზრახეს - გაეშენებინათ ჩვენში ჩაი, გამ­­დიდ­რე­ბულიყვენ ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინების გაშენებით. არა­ფერი მათ არ გამოუვიდა - ჩაი - უგემური იყო. ხეები იძლეოდენ მჟავე ნა­ყოფს. ალბად, აქაური ჰა­ვა არ მოეწონათ. ამ საქმის შესახებ სტალინმა ყვე­ლა­ფერი იცოდა. გამოგზავნა დი­რეკტივა. ყურადღება მიაქციეთ ციტრუსებსო; ბე­რია მოელაპარაკა მსწავ­ლუ­ლებს. როგორც მიწიდან - აღმოცენდენ ინს­ტი­ტუ­ტები - სამეცნიერო კვლევითი. და­იწყეს ბუნების გარდაქმნა და მიაღწიეს მას, რომ მათი შრომა-მეცადენეობით ჩაი და ნაყოფი - გემრიელი გახდა.. ბო­ლოს და ბოლოს ეს საქმე მოეწყო. იქ, სადაც ვაჭ­რები გაკოტრდენ, კოლ­მე­ურ­ნე­ობები მილიონებს იძენენ. კვირობენ მოხუცები, თან ჩიბუხს აბოლებენ, მსჯე­ლობენ.
     - არც ვენახებზე და ვაზზე წააგებ. ყველაფერს ცოდნა უნდა.
     - მართალია თუ არა, თითქო - ევკალიპტი ჭაობებს იშრობს, და მალიარიის კო­­ღოებს სპობს.
     - გაგიგონიათ ტუნგის ხე? ეს ხე ჩვენში წინად სრულიად არ იზრდებოდა; მი­სი ნა­ყოფი კი იძლევა იშვიათ ლაქს; ამ ლაქით დაფარულ რკინას, წყალში რომ ჩაუშვებ, ჟან­გი არ ეკიდება. სიმჟავე, სინესტე - ვერასა ვნებს.
     ჰკვირობენ მოხუცნი. ცხოვრობდენ, ცხოვრობდენ, თავის სოფლის იქით არა ენა­ხათ რა; ძალიან შეიცვალა ჩვენი დრო.

     სიხარული შემოქმედების, უდიდესი სიხარულია; რატი მთელი თავისი ძალ­­ღო­ნით გადაეშვა თავის მუშაობაში.. იგი გეგმავს, აგებს და ყოველი ახალი შე­ნობა - გამარჯვებაა, მოპოებული ძველ ქვეყანასთან ბრძოლაში.
     ბოლოს, დადგა სანატრელი ბედნიერი დრო, როდესაც ყველასთვის არის სა­­მუ­შაო და ყოველი, არის იგი აკადემიკოსი, მწერალი თუ დურგალი, რომელიც პა­­ტი­ოს­ნად მუშაობს თავის ადგილას, - არის [მქმნელი] შემოქმედი ახალი ქვეყ­ნის.