შუალედი - დან - მდე
 
 


[ძაუგიდან ბერლინამდე]


     ვერდენი დაეცა ყველა მისი სიმაგრეებით.
     მაჟინოს ხაზი გარღვეულია.
     ლონდონში სწერენ: ნორმანდიაში და სამხრეთით მდგომარეობა უცვ­ლე­ლია.
     მოწინააღმდეგემ შესძლო გადაელახა რეინი, და ვერ მოახერხა ხელი შეე­ხო ჩვე­ნი თავდაცვითი პოზიციებისათვის.
     ჩვენი გამანადგურებელი ავიაცია ფანტავდა მტრის ყუმ­ბა­რათ­ამტ­ყორც­ნელ­თა შენაერთებს.
     საჰაერო ბრძოლის დროს ჩამოგდებულია [მტრის] გერმანიის რამდენიმე თვით­მფ­­რინავი.
     არმია - არ ნებდება.
     ჩერჩილი ამბობს იმ კოლოსალურ სამხედრო კატასტროფაზე - სედანთან და მდი­ნარე მაასთან, რომელიც დაუშვა გენერალმა ვეიგანმა.
     ვეიგანმა ვერ შესძლო გაეყვანა ჩრდილოეთის არმიები ბელგიიდან - იმ დროს, რო­დესაც საფრანგეთის ფრონტი გარღვეული იყო.
     სამხედრო ექსპერტები ურჩევენ ინგლისს ომის განგრძობას.
     ინგლისი იმედებს ამყარებს ზღვაზე და თავის ფლოტზე.
     ნიუ-იორკ-გერალდ-ტრიბუნი სწერს: საფრანგეთის წინააღმდეგობის გა­წე­ვა და­სასრულს უახლოვდება.
     თუ იგი არ მიიღებს საგრძნობ დახმარებას - მისი მდგომარეობა უიმედოა.
     გერმანელებმა აიღეს შერბურგი.
     ფორსირებულია ლუარი.
     მიიწევენ ლიონისაკენ.
     აღებულია ნანსი.
     დაეცა ბრესტი.
     ეპინალი, ტული და ლიუნეზილი გერმანელების ხელშია.
     მიდის ომი მაჟინოს ხაზისათვის.
     შევიდნენ სტრასბურგში.
     ინგლისში უარყოფენ ხმებს, თითქო საფრანგეთი ითხოვს სეპარატიულ ზავს.
     ამერიკაში სწერენ: ინგლისმა წააგო ომი საფრანგეთში.
     შეერთებულ შტატებში ღელავენ ევროპის სახელმწიფოთა მემკ­ვიდ­რეო­ბი­სათ­ვის.
     რუზველტი აგზავნის შესაფერის ნოტას ევროპაში, რომ:
     ამერიკა წინააღმდეგობას გაუწევს დასავლეთის ნახევარსფეროს მეომარ ქვეყ­ნე­ბის სამფლობელოთა გადასვლას ერთი არაამერიკანული ქვეყნიდან მე­ორეში.
     ჰიტლერი ურჩევს ამერიკელებს მიჰყვენ მონროეს დოქტრინას: ამერიკა ამე­რი­კელებისათვის, ევროპა ევროპიელებისათვის.
     ეს იქნებოდა იდეალური მშვიდობიანობისა და ზავის საფუძველი მთელი ქვეყ­ნი­სათვის.
     ჰიტლერი ამბობს, რომ მას არავითარი საქმე არა აქვს ამერიკასთან.
     აი, ინგლისი - კი! დაინტერესებულია მითი ტერიტორიალურად და პო­ლი­ტი­კუ­რად.
     თვით ის კი ომობს ინგლისის იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
     იგი გაანადგურებს მის მსოფლიო ბატონობას და კონტროლს ზღვებზე.
     და ეს იქნება სიკეთე მთელი ქვეყნისათვის.
     ვერ აწყობს მონროეს დოქტრინა ამერიკელებს.
     ვერ ერწმუნება ამერიკის იმპერიალიზმი გერმანიის იმპერიალიზმს.
     თუ გაიმარჯვებენ გერმანელნი, ჩვენ კარგად ვიცით მათი განუსაზ­ღვრე­ლი მისწ­რაფებანი სამხრეთ ამერიკაში - სწერს ელმერ დევისი.
     გერმანიის ტეხნიკა და საწარმოო აპარატი აშინებს ამერიკის მოსაქმეებს.
     ჟურნალი „ბიზნეს უიკ“-ი გაფრთხილებას იძლევა:
     თუ გერმანიამ გაიმარჯვა - ის იქნება მფლობელი იმდენივე [საწარმოო] ნედ­ლეუ­ლის რესსურსების, რამდენიც [ამერიკას] შეერთებულ შტატებს.
     გერმანიის წარმოება, ხელახლა გამიზნულია ავტომობილების, მანქანე­ბის, და სა­სოფლო-სამეურნეო ინვენტარისათვის.
     და დაემუქრება შეერთებული შტატების მსოფლიო მონოპოლიზმს და მის ბაზ­რებს ქვეყნის შიგნით.
     და ასე, ამერიკამ უნდა შეათანხმოს (შეუთანხმოს) თავისი ინტერესები.
     მან უნდა დაიცვას ინგლისი გერმანელების დარბევისაგან.
     ამერიკა თვითონ უნდა შეიარაღდეს, რომ მზად იყოს, როცა დადგება დრო [ახა­ლი გადაკეთების] ბაზრების, კოლონიების, მანდატების და გავ­ლე­ნა­თა სფე­როე­ბის ხელახალი გადაკეთების.
     ამერიკა ემზადება თავდაცვისათვის.
     ამერიკა დაიცავს დემოკრატიას.
     ჰიტლერი მოითხოვს უფლებათა თანასწორობას, ჰიტლერს სურს მიიღოს თა­­ვი­სი კოლონიები.
     გაუწოდე ეშმაკს ერთი თითი, იგი მთელ [მარჯვენა] ხელს წაიღებს.
     კარგად იცის ინგლისმა, რას ნიშნავს გერმანიისათვის მისი კოლონიების დაბ­­რუ­ნება.
     მიეცი მას მხოლოდ ნება გაიდგას იქ ფესვები.
     და იქ [გაიზრდება] აღმოცენდება რაღაცა ისეთი, რამაც შეიძლება ააფეთ­ქოს ბრი­ტანეთის იმპერია.
     ეს იქნებოდა თავისთავისთვის საფლავის გათხრა.
     ძირშივე, ძირფესვიანად უნდა განადგურდეს [მომუქრებული] თანდათან მო­­ზარ­დი ბოროტება.
     თვითონვე ხომ არ უნდა შეუწყოს ხელი თავის მოქიშპეს.
     ზღვათა მეუფემ, მან მოიპოვა თავისთვის უფლება - დაეუფლოს დე­და­მი­წის სა­განძურებს.
     თავის ბრძანებებს დაუმორჩილოს ერები და ხალხები.
     იგი პირველი საზღვაო და ვაჭრობის სახელმწიფოა.
     დადგა დრო, როდესაც მან უნდა დაიცვას ეს დიდი და ხელსაყრელი (გა­­მო­სა­დე­გი) მდგომარეობა.
     იგი გამოაჩენს (უჩვენებს ყველას) ერის ღირსებებსა და თავ­მოყ­ვა­რეო­ბას.
     თავისი სარგებლობის მარად სადარაჯოზე მდგომი, იგი მოხერხებულად ამ­­ყა­რებდა წონასწორობას ევროპისას.
     არ [აძლევდა] უშვებდა ერთ რომელიმე სახელმწიფოს გაძლიერებას.
     თავის დროზე ჩარევდა მას ომში სხვებთან.
     ამასში იყო მისი უმაღლესი სიბრძნე და გონიერება.
     როდესაც მან დაინახა საფრანგეთის ბურჟუაზიის აღმავლობა,
     მან აღძრა მთელი ევროპა ნაპოლეონის წინააღმდეგ და როდესაც გა­ი­მარ­ჯვა, არავის არ დაუთმო თავისი უფლებები [დედამიწის] მსოფლიო ზღვებ­ზე.
     ამაში იყო მისი დიდება და ღირსება.
     სხვა ქვეყნები გამოცხადებულნი იყვენ ბოროტებად, ავაზაკებად.
     იგი იპყრობდა ან ატყვევებდა არა მარტო მტრის, არამედ ნეიტრალურ სა­­ვაჭრო გემების ფლოტებს და როდესაც შესაძლებელი იყო ანადგურებდა მათ.
     და როდესაც საჭიროდ დაინახავდა, ანგრევდა და ანადგურებდა სხვის ნავ­თ­სად­გურებს და ვერფებს - ამაში იყო მისი ძალა.
     ზღვათა მეუფე შესძლებს დაიცვას თავისი დემოკრატია.
     გერმანია განადგურებული იქნება!
     პარიზის დაცემიდან შვიდი დღის შემდეგ, საფრანგეთმა კაპიტულიაცია მი­ი­ღო.
     კომპიენის ტყეში, იმავე სალონ-ვაგონში,
     სადაც ოცდახუთი წლის წინად გამარჯვებით გულდიდმა მარშალმა ფოშ­მა,
     გამოიტანა თავისი განაჩენი დამარცხებულ გერმანელებზე.
     ეხლა თავისი რიგით ფრანგები ისმენენ ჰიტლერის მოთხოვნებს.
     დროებითი ზავის პირობების შესავალში ნათქვამი იყო,
     რომ სწორედ ამ სალონ-ვაგონში დაიწყო წამება გერმანელი ხალხის.
     ყველა ტანჯვები, რომელიც კი შეიძლება მიაყენო ხალხს,
     ყოველი შეურაცხყოფა და დამცირება - დაიწყო ამ ადგილიდან!
     დროებითი ზავის პირობათა ჩასაბარებლად არჩეულ იქნა ისტორიული კომ­­პიე­ნის ტყე.
     ეს - იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენის აკტით [გა]წაშალოს მო­­გო­ნე­ბანი, რომელნიც სრულებით არ გვევლინება საფრანგეთის ის­ტო­რი­ის სა­სა­ხე­ლო გვერდათ.
     ფრანგებმა მიიღეს გერმანელების პირობები.
     მათ სთქვეს, რომ ეს პირობები მძიმეა, მაგრამ საპატიო.
     რევანშის იდეა დაკმაყოფილებულია.
     ჰიტლერის ბრძანებით სალონ-ვაგონი გადატანილია ბერლინში.
     მემორიალური დაფა - მოსპობილია.
     ფოშის ძეგლი კი დასტოვეს თავის ადგილზე.
     გერმანია მომავალში შეეცდება, უზრუნველყოს ბრძოლის განახლების შე­­საძ­ლებ­ლობა.
     ამასვე მეცადინეობდა წარსულში საფრანგეთი.
     როდესაც ფერდინანდ ფოშმა დაამტკიცა დაცემა და შერცხვენა გერ­მა­ნი­ის, კლე­მანსომ, ძველმა შოვინისტმა და ყოველგვარ თავისუფლებათა სულ­თ­­ამ­ხუთავმა აღ­ტაცებით წამოიძახა:
     „მე მოველოდი ამ წამს ორმოცდა შვიდი წელის განმავლობაშიო“.
     მის მიერ შემუშავებული ვერსალის საზავო ხელშეკრულებას უნდა მთლად გაე­ჩეჩქ­ვა თავი დარბეულ გერმანიისათვის,
     გადაეტეხა მისი ზურგის ხერხემალი, რომ იმიერიდან ვეღარ შესძლებოდა [წა­­მოდ­გომა] კვლავ ფეხზე წამოდგომა, რომ დამუქრებოდა საფრანგეთის არ­­­სე­ბო­ბი­სად­მი.
     კლემანსოს ახსოვდა სედანი, სადაც ფრანგებმა დამარცხება განიცადეს.
     ახსოვდა, როგორ დაეცა იმპერია.
     როგორ იქნა წაყვანილი ტყვედ მთელი მისი არმია, მისი ავანტიურისტი იმ­­პე­რა­ტორით ( ნაპოლეონ მესამეთი).
     მას ახსოვდა პარიზის გარემოცვა,
     დაკარგვა ელზას-ლოტარინგიის, -
     და სამარცხვინო დღეების დასაგვირგვინებლად -
     გერმანიის იმპერატორის დაგვირგვინება ვერსალის სასახლის ბროლის დარ­­ბაზ­ში, სადაც ოდესმე გვირგვინდებოდენ საფრანგეთის მეფეები.
     ვერსალის საზავო ხელშეკრულებას უნდა ჩაეჭედა გერმანია კოლონიად, [რომ­­ლის მართვას] რომელსაც მართავდა ანტანტის იმპერიალიზმი.
     ამაში იყო პოლიტიკური სიბრძნე კლემანსოსი.
     ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ტრაგიკომედია მეორდება.
     მსოფლიო ომი არ თავდება. იგი მიმდინარეობს ათასი წლის მანძილზე.
     ნილოსის, ტიგრის და ევფრატის [ნაპირებზე],
     ხმელთაშუა და შავი ზღვის ნაპირებზე,
     აზიაში და ევროპაში -
     ამაღლდებოდენ და ეცემოდენ ყოვლისშემძლე სახელმწიფოები.
     სად, სად არიან დიდებული ქალაქები, რომლებიც იდგენ კაცობრიობის წარ­­მო­შობის სისხლიან გზაზე აღშენებულნი მონური შრომით,
     გაზრდილნი დატაცებული საგანძურებით, სამხედრო ნადავლით, და კონ­ტ­­რი­­ბუციებით.
     რა დარჩა ფარაონებისა და მოგვების სატახტო ქალაქისაგან, მემ­ფი­სი­სა­გან.
     სადაა მისი აუწერელი დიდება?
     ნუ დაეძებთ მის უმშვენიერეს ნანგრევებს. აქ მხოლოდ ნაგვის კორდებია, რო­­მელ­ზედაც იზრდებიან ცალკეული (ერთეული) პალმები.
     რა დარჩა უდიდებულესი ტაძრებისა და სასახლეებისაგან,
     ბაბილონის მიუდგომელი კედლებისაგან?
     რა დარჩა ამ დიდი შემაცდენელის უანგარიშო, ულევი სიმ­დიდ­რეე­ბი­სა­გან?
     - არაბული ზღაპრები!
     იქ, სადაც ოდესმე ჰყვავოდა უკვდავი სიბრძნე,
     სადაც დუღდა სიცოცხლე მთელი ქვეყნის,
     მისი ვნებებითა და მისწრაფებებით,
     და სადაც სიბრმავემ ხალხებისამ ზეაიყვანა სისასტიკე, დამონავება, და­ჩაგ­ვ­რა,
     სიხარბე და გაუგონრობა მეფეების, -
     იქ ეხლა ქოხმახები და ნანგრევებია. 
     რა დაემართათ, რა მოუვიდათ უძლიერეს გამარჯვებულებს, მსოფლიო მე­უ­­ფეთ?
     ვისი ვასალები არიან ეხლა ისინი?
     სადაა ლეგენდარული ტროადა, რომელმაც თავის შემდეგ დასტოვა დიდი მო­­­გო­ნება-ხსოვნა?
     რა მოუვიდა რომის ამაყსა და მოუსვენარ მოქიშპეს - კართაგენს?
     სადაა ათინა, სადაც ოდესმე [მეუფობდა] ჰგიებდა სიბრძნე, მეუფებდა სი­­ლა­მა­ზე, აბრმავებდა სიმდიდრე?
     იერუსალიმი, რომი, ბიზანტია?
     რამდენი მოგონებებია!
    ტრაგედია უახლოვდება დასასრულს.
    მსოფლიო, აგებული ღარიბ-ღატაკთა შრომით, და მდიდართა შეჯახებით, ისევ ინგ­რევა საშინელი აფეთქებებით - მსოფლიო იმპერიალისტების შე­ჯა­ხე­ბის დროს.
     შეურიგებელი მტრებია ერთმანეთის: ბერლინი და ლონდონი.
     ბურჟუაზიული ცივილიზაციის სახელით ერთი მათგანი ნანგრევებად [იქ­ცე­ვა] დაე­ცემა საკუთრების მსვლელობის გზაზე.
     ჩერჩილი ამბობს, რომ განადგურებული იქნება გერმანია.
     ჰიტლერი აცხადებს, რომ - მსოფლიო იმპერია დიდი ბრიტანეთი [უნდა] გა­ნად­გურდება.
     ორი მესამედი საფრანგეთის ოკუპირებულია, ინგლისთან ბრძოლისათვის.
     ნორდკაპპიდან ესპანეთის საზღვრამდე - ნაპირი ევროპისა - გერ­მა­ნე­ლე­ბის ხელ­შია.
     მაგრამ ინგლისი სულით არ ეცემა.
     ძველ პირატს არ ეშინია საშიშროების.
     "ჩვენ არასდროს არ დავნებდებით, - გაიძახის ჩერჩილი, ([მოუწოდებს] აღ­­­ვი­ვებს რა სიცოცხლეს და მოუწოდებს სიკვდილს), - ჩვენ ვიბრძოლებთ ბო­ლომ­დის.
     ჩვენ ვიბრძოლებთ ზღვებზე და ოკეანეებზე.
     ჩვენ ვიბრძოლებთ ზღვის ნაპირებზე, აეროდრომებზე, მინდვრებზე, ქუ­ჩებ­ზე. ჩვენ არასოდეს [იარაღს არ დავყრით] არ დავნებდებით.
     და თუნდაც რომ (რასაც მე ერთი წამითაც არ ვფიქრობ), ეს კუნძული იქ­ნას დაპყ­რობილი, მაშინაც ჩვენი შეიარაღებული იმპერია, დაცული ინ­გლი­სის ფლოტით გა­ნაგრ­­ძობს ბრძოლას იმ ხანამდე,
     სანამ არ დადგება დრო, როდესაც ახალი ქვეყანა (იგ. შ. შ.) მთელი თავისი ძა­ლითა და ძლიერებით არ გამოვა.
     ძველი ქვეყნის განსათავისუფლებლად და დასახსნელად.
     როდის [გაიმარჯვ.] იდღესასწაულებს გამარჯვებას სამართლიანობა და გო­ნიე­რება.
     ფილოსოფოსები დღემდე უხსნიდენ ქვეყანას, რომ დროა იგი შეიცვალოს.
     სამართლიანობა, გონება მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც მსოფლიო იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი, თავისი თანამგზავრებით, დაუსრულებელი ომებით, შიმშილითა და და­ჩაგვ­რით, ეროვნებათა მტრობით
    არ აფეთქდება სოციალისტური რევოლიუციის ძალებით;
    ხალხთა მეგობრობის, მშვიდობიანი შრომის სახელით - ყველაფრით, რა­საც შეი­ცავს სტალინური კონსტიტუცია
     - იგი აფეთქებული იქნება.
     ჩვენ ვდგევართ დროთა უდიდეს გზაჯვარედინზე.
     და იმედით შევცქერით თვალებში
     მშვენიერ მომავალს!
 
     [Вступление есть]. 1. N შესავალი არის. 2. 7 ახალი თავი.
  
     [1941-1945 წლები]