შუალედი - დან - მდე
 
 


ლირიკა


     ამ საუბრით მე მივმართავ ჩვენს მგზნებარე ახალგაზრდობას./ მიზანი ის არის, რომ გაღვივდეს მოზარდი თაობის გონებაში ინტერესი პოეზიისადმი. /რო­­გორც [ერთ­ერთი სახისადმი ადამიანის სულის მოქმედებისა] შეც­ნობისა მსოფ­ლიოსი და მისწ­რაფება მისი გაუმჯობესებისათვის, / ადამიანის სულის ქმე­დითობის ერთერთი სა­ხისადმი./ ვსაუბრობ რა ლირიკის შესახებ, მე გვერდს ვუხ­ვევ მის თეორეტიკას, / მე არ ვცდილობ ლექსთაწყობის კანონების აღ­მო­ჩე­­ნას: / ჩემი მუშაობა სავსებით შე­მოქმედებით სფეროს ეხება. / როგორც პო­ეტი და მოქალაქე, მე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვემსახურები ხალხს და რე­ვო­ლი­უ­ციას. /
     ლექსების წერა მსუბუქი შრომა როდია: / ეს საქმე ნიჭს გარდა, შე­მეც­ნე­ბას, გა­მომგონებლობას და გემოვნებას, ორიგინალობას, და კიდევ გან­ვი­თა­რე­ბულ ტეხ­ნი­კას, რაც მიღწეულ იქნება [მხოლოდ სიტყვაზე] - მხოლოდ შე­ურ­ყეველი, შე­უდ­რე­კელი, შეუპოვარი, გულდადებული მუშაობის შემდეგ სიტ­ყ­ვა­ზე: /
     „გრამი მოპოების (შოვნის) - წელთა მუშაობით. / ამოღებულ უნდა იქნას ერ­­თა­დერ­თი სიტყვისათვის - ათასეული ტონები სიტყვიერი მადნის“ (მ.) /
     ამბობს მაიაკოვსკი პოეტის მუშაობაზე.
     ზეშთაგონება (მუზა სხვა გაგებით) - ეს არის არა ჩვეულებრივი აღტ­ყი­­ნე­ბა (подъем) შემოქმედებითი ძალების, / ეს არის შედეგი - შრომის ხანგრძ­ლი­ვი პრო­ცესის. / დიალეკტიკური გადასვლა (ნახტომი - скачки), ანუ კრიზისი, რო­დესაც გულ­ში დი­დი ხნით ნალოლიავები (ნანახი, შენახული) სახეები და იდე­ები, / ერთ­ბაშად, თითქ­მის დამთავრებული, დამუშავებული, იღებს პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დებაში თავის მხატვ­რულ განსახიერებას (გამოხატულებას, воп­ло­щение).
     პუშკინი ამბობდა (ნახულობდა), რომ ზეშთაგონება თანაბრად საჭიროა, რო­­გორც პოეზიაში, ისე გეომეტრიაში. /
     ჩვენი შრომა მოითხოვს სრულყოფას (უნაკლობას, სრულ უნაკლობას). / თუ გსურს, რომ გამოგეხმაუროს მკითხველი (რომ იპოვო გამოხმაურება მკით­ხ­ველ­ში), აუცი­ლებელია იცოდე (შეგეძლოს) თავისი აზრების ხმათა შე­ხა­მების ერ­თგვარ წეს­რიგ­ში მოყვანა, / რათა ცოცხალ სიტყვათა თა­ნაბ­გე­რო­ბაში (თან­ხმი­ანობაში) ის­მო­დეს ძალა, მსმენელის (მკითხველის) [ამა­ღელ­ვე­ბელი ან] გან­­მაღვიძებელი, გა­მა­ცოცხ­ლებელი, ამაღელვებელი, მოქ­მე­დე­ბის­კენ წამ­ყვა­ნი (ან მიმთითებელი), / ან, პი­რიქით, მანუგეშებელი, და­მამშ­ვი­დებელი, ემო­ციების გამომწვევი. / აზრის ში­ნა­განი მოძრაობა, გრძნობათა ბუ­ნება უნ­და გახსნილ იქნან სიტყვათა რიტმისა და ჰარ­მონიის გარეგნულ მოძ­რაობაში, ფრა­ზების ნაირ-ნაირობაში (სხვადასხვაობაში) (მრა­ვალ­ნაი­რო­ბა­ში) (ფრაზა - გო­ტიე) - გეგელი. /
     ენის ჰარმონიის კანონების დაცვის გარეშე არ არსებობს ნამდვილი პოე­ზია. / მაგ­რამ „გონებას არ შეუძლია დაკმაყოფილდეს ჰარმონიის მხოლოდ სა­თამაშოებით - ამბობს პუშკინი - / და უდიდესი ნაწარმოების ნამდვილი დე­დაარსი (არსი), ამტ­კი­ცებს გიოტე, იმ დედაარსის, რომელშიაც არის მისი ძა­ლა და მოქმედება, / მაინც უნ­და მიეწეროს ავტორის აზრსა და იდეას, მიუ­ხე­და­ვად იმისა, რომ უმთავრესი ელე­მენტები პოეზიაში - ზომაა და რითმა“. /
     მაშასადამე, ლექსი უნდა იყოს მადლფენილი (ზეშთაგონებული, აღფრ­თო­ვა­ნე­ბული, ასულდგმულებული, სულდგმული) იდეიურად, / იგი უნდა იყოს ავ­­სებული ტემ­პერამენტით; უნდა გვატყვევებდეს, გვიტაცებდეს, აღგ­ვა­მაღ­ლებდეს, / უნდა გვაძ­ლევდეს მხატვრულ სიამოვნებას, სხვანაირად ეს იქ­ნება „გერმანული შედევრი“ - რომელიც ირონიულ ღიმილს ჰგვრიდა შილ­ლერს. /
     „ამ ლექსებში ყველაფერი თავის რიგზეა (საუკეთესოდ დაწყობილია) Пре­восх.: სა­ხეები, ფორმა, რიტმი - ცუდია მხოლოდ ერთი: ეს სრულებით ლექ­სი არ არის“. /
     გეგელთან ერთად ბელინსკი პოეზიას იხილავს - „როგორც ცხოვრების გა­მო­­­სა­ხულებას - ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, რომელიც შეიცავს მთელს, ფი­ზი­კურსა და ზნეობრივ მსოფლიოს“.
     საზოგადოებრივი ცხოვრება ქმნის ლირიკის გარემოს (дух лирики), / ხა­სი­ათს.
     [ყოველგვარ] თვითეულ საზოგადოებრივ ფორმაციას აქვს თავისი იდეო­ლო­გია, თავისი მსოფლმხედველობა, თავისი რევოლიუციის ფაზები, / უარ­ყო­ფილ­ნი ძველ­თა, დრომოჭმულთა შემეცნებათა, - კაცობრიობის უბოლოო სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­საკენ სვლის სახელით. /
     სიყვარული, შრომა, კლასთა ბრძოლა, ურომელთოთაც წარმოუდგენელია კა­ცობ­რიობის ცხოვრება, რამდენათაც ისინი გამოისახებოდნენ აზროვნების ფორ­მებ­ში; / ფილოსოფიაში თუ მეცნიერებაში იღებდენ თავიანთ უმაღლეს და­ძაბულობას (напряжение) ლირიკაში, მის აღელვებაში, მის აზვირთებაში. /

     ჩვენ განვიცდით საერთაშორისო ქარიშხალთა მოუსვენარ, შფოთიერ, მძი­მე და საგანგაშო [ხანას] დროს (ხანას). /
     კაცობრიობის პროგრესიული ნაწილის წინ სდგას უდიდესი ამოცანა - გა­ა­ერ­თია­ნოს და წარმართოს რევოლიუციის ძალები, / რათა მათ შესძლონ ერ­თ­ხელ და სა­მუდამოდ, [საბოლოოდ] ბოლო მოუღონ კაპიტალისტურ განწ­ყო­ბი­ლე­ბათა სისხ­ლი­ან სტიქიებს.
     ჩვენ, პოეტებს, ყოველ მშრომელთან ერთად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უმაღ­ლესი მი­სია / [სამშობლოსადმი] მოვალეობისა და სიყვარულის შეგნებით ვემ­სახუროთ სამ­შობლოს, მის განმათავისუფლებელ და კულტურულ მისწ­რა­ფებებს.. /
     ჩანგი არასდროს არ მდუმარებდა. /[კაცობრიობის] ადამიანური სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყველაზე ადრინდელ საფეხურებზე გრძნობისა და აზრის [ჩა­სახ­ვის­თა­ნავე] აღ­მო­ცენებისთანავე გაჩნდა ლირიკა.
     და ყველა ხანებში, ყოველ დროის, იგი იყო [უდიდესი ძალა] ხალხთა სუ­ლი­ე­რი, პო­ლიტიკური და შრომითი ცხოვრების უდიდესი ძალა.
     ყოფილა[ნ] [საუკუნეთა] ბევრი დრო, როდესაც ლირიკა იყო ერთად ერთი გა­­მომ­სახველი ეპოქის მთელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვ­რე­ბის. /
     განსაკუთრებულ სიძლიერეს მან მიაღწია VII და VI საუკუნეებში ძველ სა­­ბერძ­ნეთ­ში. /
     წარმოშობილი ხალხური სიმღერებიდან იგი გამოისახებოდა მრავალ სხვა­და­ს­ხ­ვა ფორმებში, / რომელნიც განისაზღვრებოდენ ისტორიული სი­ნამდ­ვი­ლის გა­რე­მოცვაში მყოფ განცდათა სიხარულით. / ამ ეპოქაში ლირიკა ჭეშ­მა­რი­ტად იყო სა­ერთო-ეროვნული საქმე. / იგი არ ემწყვდეოდა ინდივიდუალურ და ინტიმურ განც­და­თა სფეროში, / იგი ასახავდა უღრმეს, ურთულეს და­მო­კი­­დებულებებს ადა­მია­ნი­სას, / ეროვნულ საგმირო საქმეებს და ამბებს, გრძნო­­ბებს, განცდებს და მდგო­მა­რეო­ბას საზოგადოების სხვადასხვა კლა­სე­ბისას. / იგი მოუწოდებდა ბრძოლისაკენ, სამ­შობლოს დაცვისკენ,  ნიღაბს აც­ლიდა და დასცინოდა საზოგადოებრივ პი­რო­ბი­თობას. / ებრძოდა ცხოვ­რე­ბის დრო­მოჭმულ ფორმებს; ლირიკას, რო­გორც იარაღს მი­მარ­თავდენ სა­ზო­გა­დოების როგორც პროგრესიული, ისე რე­აქ­ციონური ძა­ლე­ბი, / ჩანგის, [აკომ­პა­ნიმენტს ქვეშ] ფლეიტის ან კიფარის აკომ­პა­ნიმენტით იმ­ღერებოდენ ან [იკით­ხებო] წარმოითქმებოდენ ჰიმნები, ოდები, ელე­გიე­ბი, პროსოდიები და პო­ეზიის სხვა სახეობანი. / ისინი გამოხატავდენ პოეტის ეპო­ქის შეგრძნებას, გან­წყო­ბი­ლე­ბას, აზრსა და მისწრაფებას, გა­მოღ­ვი­ძე­ბულს სა­გან­თან შეხების დროს.

     ლირიკის ფუნქციონალური ძალის შესახებ შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ დრო­ინდელი უამრავი გადმოცემებითა და ისტორიული ფაკტებით. / მაგიურ ძა­ლას მია­წერს ხალხის წარმოდგენა ორთეოსის პოეზიას. / ორთეოსი თავისი სიმ­ღერებით სძრავ­და კლდეებს და აჯადოებდა ღმერთებს, იგი ათ­ვი­ნიე­რებ­და მხეცებსაც კი. /
     არხილოხმა, ლირიული პოეზიის მეთაურმა, აშფოთებულმა სა­ზო­გა­დო­ებ­რივი უკუღ­მართობით (პირობითობით), შეურაცხყოფილმა თავისი ღირ­სე­ბის შეგნებაში, /თა­ვისი მწარე, გესლიანი იამბებით თვითმკვლელობამდე მი­იყ­ვანა ლიკამბას ასულ­ნი; / ვინაიდან ლიკამბამ არ მიათხოვა მას თავისი ქა­ლიშ­ვილი ნეობულა. /
     ტირტეას შესახებ გადმოცემა გვიამბობს, რომ როდესაც მრა­ვალ­რიც­ხო­ვან­მა მეს­ხინელებმა ალყა შემოარტყეს, მცირერიცხოვან სპარტანელებს, / სპარ­­ტა­ნე­ლებ­მა სძლიეს მტერი, [მხოლოდ იმის წყალობით, რომ] პოეტის მგზნე­ბარე, ამა­ღელ­ვებელი სიმღერის წყალობით, საომარი ენერგიის და მეო­მარ­თა ნებისყოფის გამღ­ვივებელი [სიმღერის] ლექსების წყალობით. /
     სოლონის სამხედრო სიმღერების წყალობით ათინელებმა დაიბრუნეს სა­ლა­­მი­ნი, წართმეული მეგერიანელების მიერ (მეგერიანები?)./
     ჩვენამდე მოაღწიეს სოლონის ელეგიებმა, რომლებშიაც იგი ჰხვევდა თა­ვის ფი­ლოსოფიურ და სოციალურ შეხედულებებს, / აგრეთვე კანონებსა და სა­­ზო­გა­დო­ებრივ ბრძანებებს (მოწერილობებს). / (ჩინეთში, საქართველოში).
     სამშობლოსადმი სიყვარულსა და მის დიდებას მღეროდა პოეზია სი­მონი­დის (ეპო­ქა სპარსელების ომების, V საუკ. ჩვენ დრომდე). / მის მიერ და­წე­რი­ლია მრა­ვალ­რიცხოვანი ეპიტაფიები ლექსებად, გმირთა საფლავებზე. / მგრძნო­­ბიარეა თერ­მოპილის ხეობის დამცველ გმირთა და მათი ბელადის შე­სა­ხებ უკვდავ­მყოფელი წარ­წერა: / „მგზავრო, აუწყე ლაკედემონელებს, რომ ჩვენ ყველანი დავეცით აქ, სამ­შობლოის კანონთა ერთგულნი“ (Верные зак. ро­дины)./
     ზევით ნათქვამი გვქონდა, რომ ლირიკა ძველ საბერძნეთში (ელადა) ატა­რებ­და სა­ერთო-ეროვნულ ხასიათს. / ამას ამოწმებს სიმღერები პინდარის. / ბრწყინ­ვალე ლი­რიკოსი, იგი ადიდებდა ელლადის ეროვნულ სიდიადესა და სიძ­ლიერეს. / მისი ოდე­ბი და ჰიმნები, [რომლებიც ეხებიან შემთხვევებს,] შე­­ჯიბ­რებებზე გა­მარჯ­ვე­ბულ­თა პატივსაცემად (ოლიმპიის, პითიის და სხვა შე­ჯიბრებანი). / გამოსახავენ ხალ­ხის რწმენასა და სიამაყეს, გენიის სი­მაღ­ლეს, ღრმა აზრებსა და სჯას, მსჯე­ლო­ბას. /

     სტროფიკის სიმდიდრის, სახეთა სიდიადის, ენტუზიაზმის, ორა­ტო­რუ­ლი გა­მომ­სახველობით (გამოსახულებად).

     სტროფიკის სიმდიდრით, სახეთა  სიმშვენიერე-სიდიადით, ენტუზიაზმით მჭერ­­მეტყ­ველური გამომსახველობითი ძალით, პინდარის სიმღერებს ეკუთვ­ნის პირველი ად­გილი ძველი საბერძნეთის ლირიკაში. / ბერძნული ლირიკის სა­ზოგადოებრივი ხა­სიათის, მისი თავისუფლებისკენ მისწრაფების და­სა­ხა­სი­ა­თებლად, დასასრულს მე მოვიყვან კალლისტრატეს სახელგანთქმულ სხო­ლი­ას: /
         
                მინდა, მახვილი ჩემი მე მოვრთო მწვანეთა ტვიით,
                არისტოგიტონ და ჰარმოდის მსგავსად, როდესაც
                ტირანის მოკვლით, ათინელებს თავისუფლება
                კვლავ დაუბრუნეთ. არა, ჰარმორდი,
                შენ არა ხარ არასდროს მკვდარი.
                სიმღერა გპოებს უნეტარეს იმ კუნძულებზე,
                სად უსწრაფესი აქილესი და დიომედი,
                ძეი ტიდეას [შვილი] სცხოვრობენ. /
                ტვიით მორთული მსურს ვატარო მახვილი ჩემი
                ჰარისტოგიტონ და ჰარმოდის დღეების მსგავსად
                ოდეს თქვენ მიერ, პალლადის დღეს, მოკლული იქნა -
                ტირანი ჰიპარხი. /
                ქვეყნად მარადი იყვავილებს თქვენი სახელი,
                ძვირფასო წყვილო, ჰარმოდი და არისტოგიტენ!
                იმისთვის, რომ თქვენ ტირანის მოკვლით -
                ისევ შეჰქმენით ათინისთვის თავისუფლება! /
     როდესაც ეცნობი იმ ჩვენგან დაშორებულ დროის ლირიკას, გაოცებას ეძ­­ლევი - /რატომ მან დღემდე არ დაკარგა თავისი ცხოველმყოფელობა, სი­ახ­ლე, რად გვა­ღელვებს, რად გვანიჭებს მხატვრულ სიამოვნებას, ტკბობას, შვე­ბას. / რისთვის - სახელდობრ - საბერძნეთში აყვავდა ლირიული პოეზია ასე­თი მომაჯადოებელი აყ­ვავებით, / მიიღო, მიენიჭა ასეთი ქმედითი ძალა და გამოისახა კაცთა სა­ზო­გა­დო­ების განვითარების ერთერთ მამოძრავებელ ძა­ლად? / პასუხი ამ კითხვაზე უნდა ვე­ძიოთ იმ დროინდელი საზოგადოებრივ და­მოკიდებულება განწყობილებაში. / მაგ­რამ ეს ჩემს ამოცანას არ შეადგენს. / ჩემ­თ­ვის მთავარია ფაკტი, რომ ლირიკა არის ძალა, რომელიც სუნთქავს მა­­რა­დისი სიცოცხლიანობით, და ვითარდება კა­ცობ­რიობის განვითარების [გზას] სვლასთან ერთად. /
     თუ ლირიკას [არა] ყოველთვის არ [ყოფილა] სჭერია მსოფლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის წამყ­ვანი ადგილი, მაინც, შემავალი [ეპოსში] როგორც ელემენტი ეპოს­ში, დრამაში ანუ რომანში, / იგი თავისი სიმძაფრითა და ვნებით ანიჭებდა სიტ­ყ­ვიერ[ების] შე­მოქ­მედების ამ სახეებს (ამ დარგებს) ამოუწურავ ენერ­გი­ას, აღ­რმავებდა რა განც­დებს, აცხოველებდა რა გრძნობებს. /
     „ერთი და იგივე სიტყვა შეიცავს სიმღერისა და ბრძოლის ცნებას“.
     რაც უფრო მაღლა მიდიოდა ადამიანის აზრი, მით უფრო მდიდარი ხდე­ბო­და ლი­რიკა. /შილლერის, გიოტეს, ბაირონის, შელლის, ვიქტორ ჰიუგოს, პუშ­კი­ნის, ლერ­მონტოვის შემოქმედებაში, / ლირიკას შინაარსით შეეძლო შე­ჯიბ­რე­ბოდა ფი­ლო­სოფიას - ფორმით კი, ე. ი. ხმათა შერჩევით, ანბანთა წყობით, ხმო­ვანებითა და რით­მების სხვადასხვა ქარგით - მუსიკას. / [ამის დამტ­კი­ცე­­ბას] ზემოდნათქვამის სა­ფუძველს წარმოადგენს ფაუსტის პროლოგი.
                რით აღელვებს გულთ მომღერალი აღტაცებული?
                მარქვით, სტიქიებს იმ მომღერალს ვინ უმორჩილებს,
                თუ არ აკკორდი უმძლავრესი, შემოქმედების
                გულით მახეთქი, მსოფლიოს მთელის შემცველი! /
     „სული პოეტის, - ამბობს ჰეინე, - არის ცენტრი მსოფლიოისა“. სული პო­ეტის - ჰე­­გელის თანახმად - არის ფოკუსი, სადაც ერთდებიან იდეები, ყოფ­ნის ერ­თობის (სა­ზიარობის) შემცველნი, ამთვისებელნი. / ყველაზე ღრმად რწმე­ნა­ში, წარ­მოდ­გე­ნაში, შემეცნებაში (რომელიმე, ამა თუ იმ ერის...). რელი­გია, ხე­ლოვნება, მსწავ­ლულ­თა აზრები, რამდენათაც ისინი მიეწყობიან (При­ла­гаются) წარმოდგენათა ფორ­მებს, / და რამდენათაც ისინი შეიჭრებიან გრძნო­­ბის სამყაროში - სა­ხი­ერ­დე­ბიან ლირიკაში. /
     სული პოეტის, - ამტკიცებს ჰეგელი, - უნდა წარმოადგენდეს [იდეათა] მდი­დარ გა­რემოს, (Мир) იდეათა, ვნებათა, მდგომარეობათა, შეჯახებათა, ყვე­ლაფ­რის მთლი­ან სარკეს, რაც კი შეუძლია თავისში დაიტიოს ადამიანის გულს.../
     ხსნის რა ლირიკის არსებას (არსს, ბუ­ნე­ბას, დე­დაარს (Сущ.), ჰეგელი ამ­ბობს, რომ „იდეებმა და შთაბეჭდილებებმა, რომელთაც  აღწერს პოეტი, უნდა თან იქო­ნიონ (შეინახონ) საერთო ნიშნადობა,  მნიშვნელიანობა (Значимость), / რა­თა ისი­ნი იყვნენ ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი გრძნობები, რო­მელ­თათ­ვი­საც პოეზია ცოც­ხალი სახით ჰქმნის გამოსახულებას, აგრეთვე ჭეშ­მა­რიტს...“ /
     ამგვარად ლირიკა გვევლინება აზროვნების ერთ მხარედ (მიჯნად, ზღვა­რად, საზღვ­რად). მისი მიზანია [ძიება და] ჭეშმარიტებათა ძიება, გა­მოვ­ლი­ნე­ბა, და გა­მოც­ხადება, რომელნიც ემსახურებიან კაცობრიობის ცხოვრების გა­უმ­ჯობესებას. პოე­ზიის ძალის შესახებ შილლერი ამბობს: /
     „რომ ცხოვრება ჩამოვკვეთოთ (ჩამოვასხათ, ჩამოვქნათ, формировать) და ცხოვ­რებით ავავსოთ აზრები.
     ძალას, რომელსაც ჩვენ ცხოვრება გვაძლევს, მიეცი ნება, იყოს ჩა­მომქ­ნე­ლი (ჩა­მომსხმელი)“.
     ჰეინე პოეტისაგან მოითხოვს, რომ ის გარდაქმნილიყო (Вживался) ხალხის ყო­­ველდღიურ ვნებებში, რომ პოეტი უნდა იყოს ტრიბუნი და მოციქული, რომ მან ერთ­მანეთისაგან არ გაარჩიოს (არ დააშოროს) ცხოვრება და მწერლობა. /
     მაგრამ იყო და არსებობს მიმდინარეობანი, რომელთაც პოეზია პო­ე­ზიის­თ­ვის, თვით­მიზნად გამოაცხადეს, / მიისწრაფოდენ განეშორებიათ (გა­ნე­ცალ­კე­ვებინათ) იგი საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, ავიწყდებოდათ რა, რომ პო­ეზია არის სწო­რედ ამ საზოგადოებრივი ცხოვრების შედეგი, გა­მო­ძა­ხი­ლი, რე­ზულტატი, ჯამი. / „ხე­ლოვნება - ხელოვნებისათვის“ - ამ ლოზუნგით  იქმ­ნე­ბო­დენ სიტყვიერი შე­დევ­რე­ბი ტეოფილ გოტიესი. / ისინი გამოხატავდენ მაძ­­ღარ წყურვილს სიამოვნებათა, ვნე­ბათა და დახვეწილ, შნოიან, საუცხოოდ მორ­­თული ცხოვრების, გამსხვილებულ განც­დებს, გრძნობიერებით ტკბო­ბებს. /
     თუ გოტიეს პოე­ზია თავისი წმინდა სი­ლა­მა­ზის კულტით განირჩეოდა ჩა­მოკ­ვე­თი­ლი, გარკვეული კონ­ცეპციით, მხედ­ვე­ლობის სინათლით, - სიმბო­ლის­ტებისა და დეკადენტების პოე­ზია მი­მარ­თუ­ლი იყო ეფეკტების გამოუც­ნობ­ლობის, ბურუსისაკენ. გრძნო­ბიე­რე­ბა­თა / ფორ­მებში ისინი [გამოხა­ტავ­დენ] ხედავდენ უმაღლესი იდუმალების გა­მო­სა­­ხულებას, მარადისობის სიმ­ბო­ლოებს. / მათ გამაერთიანებელ [ნიშნად ითვ­ლე­ბა] ნი­შანდობლივად ით­ვლე­ბა უმწიკვლო ერთგულება ფორმისადმი. / არ შე­იძლება უარ­ყო მომაჯადო­ე­ბელი სილამაზე ტეოფილ გოტიეს პლასტიური ლექ­სების. / არ შე­იძლება უარ­ყო ვერლენის ნაზი და მძლავრი მუსიკალური აკორ­დები, რომლებიც გად­მოგ­ვცე­მენ პოეტის ნისლიან, გაურკვეველ ემო­ცი­ებს. / და ბოლოს, ბალმონტის პო­ე­ტური სიტყვის „გადამღერების, მრის­ხა­ნე­ბის, სინაზის ჟღერა“-მ, არც ისე დი­დი ხა­ნია, რაც საუცხოვოდ მიემსახურა მსოფ­ლიო პოეზიას შოთა რუსთა­ვე­ლის ვეფხის ტყა­ოსნის თარგმანით. /
     რაც უნდა საქმე არ გვქონდეს პოეზიის ამ სახის იდეურ უნაყოფობასთან - ტეხ­­ნიკური კულტურისათვის მათ ძლიერ ბევრი გააკეთეს: / მათ მისწ­რა­ფე­ბა­თა სა­ფუძველი იყო პოეტური ეფეკტი, განსაზღვრული ზომიერების მკაცრი, მკა­ფიო გრძნო­ბით, შეკრული (შეკონილი) ენის მელოდიურობით. /
     მათ ესთეტიურ მანიფესტებს და პოეტურ ლოზუნგებს არ შეიძლება ჰქონ­დეთ რაი­მე მნიშვნელობა ჩვენი თანამედროვეობისათვის. / ჩვენი თა­ნა­მედ­რო­ვეობა აღზრ­დილია სოციალისტური რეალიზმის პრინციპებზე. / მაგრამ სო­ციალისტური აზ­რი ყურადღებით ეპყრობა წარსულის კულტურულ მიღ­წე­ვებს, და კრიტიკულად ამუ­შავებს მათ თავისი მიზნებისათვის. /
     ჩვენ ეხლა შორსა ვართ ყოველგვარი მისტიური თავბრუდახვევისაგან (ბუ­­რუ­სი­საგან), სხვადასხვა სიმბოლისტების, [ტემატიკისაგან]  დე­კა­დენ­ტე­ბის, პარ­ნა­სე­ლე­ბის ტემატიკისაგან. / მაინც უსარგებლო არ იქნებოდა, რომ მი­ეჩვიოს სმენა კე­თილხმოვანებას, შეიგონოს [მისი] ტეხნიკა ჩვენი პოეტური [გან­ძეულობის] ღი­რე­ბულებათა შესაქმნელად. /
     ს.ს.ს.კ-ში არის ყოველგვარი შესაძლებლობანი ძლიერი ლირიკის გან­ვი­თა­­რე­ბი­სათვის. / ჩვენ ვცხოვრობთ უდიდესი მშენებლობის, უდიდესი სო­ცი­ა­ლუ­რი გარ­და­ტეხის იმ ეპოქაში, / როდესაც, როგორც იქნა, ერთ ქვეყანაში ხორ­ციელდება იდე­ალები, რომლებიც აწვალებდენ და აღელვებდენ მოწინავე კა­ცობრიობას - ყო­ვე­ლი დროის განმავლობაში. /
     ჩვენ, პოეტები, მოვალენი ვართ გამოვაცოცხლოთ (სული ჩავუდგათ), ჩვე­ნი საუ­კუნის იდეებს, გავხსნათ მათი სილამაზე და გავუკაფოთ გზა გა­მარ­ჯ­ვებისაკენ. დღე­სასწაულისაკენ. /
     ჩემი საუბრის დასაწყისში მე შევნიშნე - რომ ლირიკა ვითარდებოდა კა­ცობ­­­რიო­ბის განვითარების სვლასთან ერთად. /კლასთა ბრძოლისა და რე­ვო­ლი­უ­ციით მი­დიოდა იგი წინ, ცხოვრების უმაღლეს ფორმებისაკენ. / დიდი პროგ­რესიული [ძვრე­ბი] გარდატეხები, რევოლიუციები - ემსახურებოდენ ლი­რი­კის გაფურჩქვნის ხელ­საყრელ ნიადაგად. /
     დიდი საზოგადოებრივი ძვრები წინა სწევდენ თავიანთ გამომხატველებს, პო­ე­­ზი­ის დარგის ბუმბერაზებს, გენიოსებს, / რომელნიც, ლაფფიტის გან­საზ­­ღვ­რით, მო­მავალი თაობისათვის სწყვეტენ მძიმე ამოცანებს, დასმულთ წი­­ნანდელთა თა­ო­ბათ მიერ. /
     მაგალითად, სხვამ ვინ, თუ არა შექსპირმა, გამოხატა თავისი დროის წი­ნა­აღმ­­დე­გობანი, ბრძოლა [ძველი] საშუალო საუკუნეთა ძველი სქოლასტიური მსოფ­ლ­მ­ხედ­ველობისა - აღმავალი ბურჟუაზიის მისწრაფებებთან? /
     ჰამლეტის ეჭვებში სჭვივის წინასწართქმული მრავალი შემდგომი ფი­ლო­­სო­ფიუ­რი სისტემები. /
     აგრეთვე, სწორედ დანტეს ღვთაებრივ კომედიაში ანარეკლს პოულობს ეპო­ქის [ბრძო­ლის] ყველა პოლიტიკური და ზნეობრივი ბრძოლები - / [მო­სულ­­ნი] შექმნილნი დრო­მოჭმული ფეოდალიზმთან შეჯახებისაგან - წი­ნააღმ­დე­გობათაგან.
     განა რუსსოს ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე, მჭერმეტყველებამ, მის­მა სი­ძულვილმა ცივილიზაციისადმი, რომელიც ბადებდა დაჩაგვრასა და ძა­ლადობას, /მის­მა ძახილმა ისევ ბუნებისაკენ, ზნეთა პირველყოფილი სის­პე­ტაკისაკენ - / არ იფეთ­ქა დამაბრმავებელ, ნათელ ცეცხლად ახალგაზრდა გი­ო­ტეს [პოეზიაში] და შილ­ლერის პოეზიაში - და არ შეუწყო ხელი იმ ქა­რიშ­ხალს, რომელმაც ქვეყნის გან­მაახლებელ ურაგანად, მარსელიეზის ხმებით, გა­­დაიგრიალა საფრანგეთზე? /
     და განა საფრანგეთის რევოლიუციამ არ მოგვცა ჩვენ ჰეინე, ეს ყოჩაღი (Бра­вый) ჯარისკაცი კაცობრიობის განმათავისუფლებელი ომისა? /
     „ქვეყანა წინ მიდის ცეცხლოვან საფეხურებით“ (გალაკტიონ ტაბიძე. მშობლ.). მო­მავალი რევოლიუციები უკვე დაჰქრიან ბაირონისა და ჰეინეს აბო­ბოქ­­რებულ ლი­რიკაში, / შელლის - გაბატონებულთა წინააღმდეგ მო­წო­დე­ბებ­ში, იგი აც­ხო­ვე­ლებს ვიქტორ ჰიუგოს პოეტურ გენიას. /
     პუშკინისა და ლერმონტოვის ლირიკა აღვიძებდა მასებს „მკაცრ საუ­კუ­ნე­ში ადი­დებდა რა თავისუფლებას“. / პოეზია ნეკრასოვისა მიიჭრებოდა, გზას იკა­ფავდა ხალხ­ში, მასსაში. /
     ლექსნო, ცოცხალნო მოწამენო - ქვეყნისათვის დაღვრილ ცრემლების,
     თქვენ იბადებით სულიერ ქარიშხალთა საბედისწერო წამებში!
     და ეწყვეტებით ადამიანთა გულებს, როგორც ტალღები კლდეს. /
     და აი, მომწიფდა დრო. ხალხთა მასსებმა მოითხოვეს თავიანთ ფეხქვეშ გა­­თე­ლი­ლი უფლებები. / იფეთქა ოკტომბრის რევოლიუციამ, რომელმაც მშრო­მე­ლების წინ გაანათა ახალი პერსპეკტივები და ჰორიზონტები. სწორედ ამ დრო­იდან იქმნება უკე­თესთა შორის უკეთესი ქმნილებანი ლირიკისა! /
     განუსაზღვრელი სიძულვილი დაჩაგრული კაცობრიობისა, მჩაგვ­რე­ლე­ბი­სად­მი მისი შეურიგებელი მრისხანება. /შემარყეველი ნებისყოფა და ენერ­გია. / წარ­სუ­ლის ნგრევის უდიადესი პაფოსი აღწევს უმაღლეს სიძლიერეს ინ­­ტერნაციონალში, „ჩვენ ჩვენს ახალ ქვეყანას ავაგებთ“. / და ჩვენი მშე­ნებ­ლო­ბის საფუძვლად ხდება სა­ერთო საკაცობრიო იდეალი თანასწორობისა და ძმო­ბის. /
     ჩვენ, საბჭოთა პოეტები, ვაგრძელებთ რა მსოფლიო პოეზიის კო­რიფეების უკე­თეს ტრადიციებს, / უნდა გამოვიდეთ როგორც ნოვატორები, რომელთაც უნ­და შე­ეთანაბრებინათ ეროვნული ფორმა ლექსისა, ინტერნაციონალურ თე­მა­ტი­კას­თან!/.

                                                                                          *

                    ახალგაზრდობას: [მოვუწოდებ] მომაგონებს, ახალგაზრდობას!
                    მის მგზნებარე სულს და მის სინდისს, [მის ფანტასტობას] ფიანდაზობას.

                    როგორც ძმას ძმობას, როგორც დას დობას -
                    ზღვა აფიცება ახალგაზრდობას.

 [1939 წელი]