შუალედი - დან - მდე
 
 


ძველი კატორღელი


კოლმეურნეები საღამოხანს მდინარის პირად ისვენებდენ. მათ შორის არის ძველი კატორღელი, იგი ყოველთვის ჰყვება ციმბირის ამბებს და მას დიდის სიამოვნებით უგდებენ ყურს.
- გავიძახითო, ამბობს იგი, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა.
[მაგრამ სულ სხვაა ციმბირი].

საუბარი ძველ კატორღელთან.
- ეხლა, მითხარი, ძმუ (ძმუ - ნიშნავდა ძმას), რა მომარბენინებდა ციმბირიდან აქ? ციმბირი! თქვენ არ იცით, რაა ციმბირი. იგი, რუსეთის აზიური ნაწილი ცამეტ მილიონ კვადრატიულ კილომეტრზე, შეიძლება მეტზედაც, არის გაჭიმული. [გაიგონე, ძმუ, ცამეტი მილიონი კვადრატიული კილომეტრი!] ეს, ძმუ, შენი გზა არ არის ბათუმიდან ბაქომდე! ცამეტი მილიონი კვადრატიული კილომეტრი! (აქ მან წარბები მაღლა ასწია და თითი მაღლა აიშვირა). რავა, ეს სივრცეა [ცოტაა] თუ არა? თითქმის ორჯერ მეტია მთელს ევროპაზე... [ერთი] ევროპაში კი ეხლა თვრამეტი სახელმწიფოა, გაიგონე, ძმუ, თვრამეტი სახელმწიფო, ამპა, თვრამეტი სახელმწიფო. აქ კი ერთი ციმბირია.
- მერე რა? - გაიკვირვა იოველმა, - სწორედ ამიტომაც დედამიწის არც ერთი კუთხის სივრცეზე არ გაისმოდა ბორკილის იმდენი ჟღარუნი, რამდენიც ციმბირში.
- იმდენი არაადამიანური გაწამება! - დაუმატა იორამმა.
- შენ რომელ გუბერნიაში იყავი გადასახლებული? - შეეკითხენ ორივენი.
- ირკუტსკში, ძმუ! თქვენ მართალნი ხართ! მაგრამ მე სხვაზე მოგახსენებთ. მე თვითონ რაზე ვიყავი გადასახლებული? განა მე არ ვიცი, რომ მისი ისტორიის ეპოქები სხვადასხვანაირია, მაგრამ ყველა ეს ხაზები გაერთიანებულნი არიან ლეგენდარობისა და არაჩვეულებრივობის საერთო ხაზით.
- როგორ, მართლა ასე ზღაპრული ქვეყანაა? - შეეკითხა იოველი.
- ზღაპრული შესაძლებლობების, ზღაპრული ციფრების ქვეყანაა, - უპასუხა იონამ. აი, სულ სამი წლის წინად (1923) პირველად დაიწყეს ოქროს წარმოება ალდანის [ოქროს] რაიონში. ეს რაიონი მდიდარია ოქროთი. ეხლა ჯერჯერობით იქ პრიმიტიული ექსპლოატაციაა, მაგრამ რაიონი მაინც იძლევა რვა ტონნა ოქროს; ზოგიერთ ადგილას კუბი [იძლევა] 70, 80, 150 მისხალსაც კი. სიმდიდრე ყოველ ნაბიჯზეა ამ გასაოცარ ქვეყანაში. კრესტოვოზდვიჟენკაში ალმასის უამრავი ბუდობებია. იპოვეს მალახიტი - 328 ტონისანი (დაახლოებით 20 ათასი ფუთი), რომლის ღირებულება 10 მილიონ მანეთს უდრის. პლატინა, ოქრო, ალმასი, მარგანეცი, ნავთი, სპილენძი, ვერცხლი - აქ უამრავია. კუზბასი, მაგალითად, შეიცავს მისამხრობად ადვილს და უმაღლესი ხარისხის ორას-ორმოცდაათ მილიარდ ტონნა ნახშირს. ციმბირის სატყეო ფონდი შეადგენს 360 მილიონ გეკტარს.. მაგრამ ამ ზღაპრულ რიცხვებთან ერთად არის მეორე, მიკროსკოპიული ციფრები მცხოვრებლებისა; საკმარისია წარმოიდგინოთ, რომ ერთ კვადრატიულ კილომეტრზე ენისეის ნაწილში 29 მცხოვრებია (ბელგია კი ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2.500 მცხოვრებს ითვლის). მთელი რომელიმე ეროვნება, აქ რამდენიმე ასეულ კაცისაგან შესდგება; ესკიმოსები, მაგალითად, სულ არის ათას სამასი კაცი. ალეუტები კი სულაა 215 კაცი! ეხლა ციმბირში გაჰყავთ ტურკესტან-ციმბირის რკინისგზა (გაყვანილია 500 კილომეტრი, მზადაა გასაყვანად 1.000 კილომეტრი, მთელი გზა დამთავრდება 1931 წელს). მეორე მნიშვნელოვანი საქმეა საჰაერო მიმოსვლის განვითარება. პირველი აგვისტოდან გახსნილია საჰაერო მიმოსვლა მოსკოვი-ირკუტსკი. ამ დაუთვლელ და მრავალ ადგილას გამოუკვლეველ სიმდიდრესთან მიიწევს ადამიანის ენერგია. აი, სად არის საჭირო ენერგია...
- მართალი ხარ.
- ენერგია უნდა ოქროს, ციმბირს, ურალს და შორეულ აღმოსავლეთს...

[Идите все, идите на Урал.
Там расчищайте место бою.
...Где дышет интеграл].

- მერე რა? - კიდევ გაიკვირვა იოველმა, - სწორედ ამიტომ დედამიწის არც ერთ კუთხეზე არ გაისმოდა იმდენი ბორკილის ჟღარუნი...
- ბორკილები... მებრძოლები...
- ჩვენ იქ ვიყავით ბევრი ქართველობა. გადასახლებულები, კატორღელები. კაპიტალისტები [იძენდენ სიმდიდრეს] ეძებდენ ოქროს. [კატორღელები] ჩვენ ქვესკნელში ვიხრებოდით. გამეფებული იყო გაუგონარი ექსპლოატაცია. თუ ალდანის რაიონი ფარავდა 8 ტონა ოქროს... რამდენი კატორღელის ოფლი და სისხლია იქ ჩაქცეული.
 (მსხვერპლად დაეცით).

[1930-იანი]