შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კინო-რეჟისორი...


კინო-რეჟისსორი, რომელიც არაფრად იმჩნევს არც მომხდარ რევოლიუციებს, არც თავის 60 წელს, ყმაწვილკაცური დარდიმანდობით მიდი-მოდის უზარმაზარ ფაბრიკაში ისე, როგორც თავის საკუთარ სახლში. საკუთარ სახლშიაც იგი მეფესავით გრძნობს თავს, ყოველთვიური ჯამაგირი 9.000 მანეთამდე, დადგმებისათვის კიდევ ცალკე ჰონორარი, ყოველივე ეს აძლევს საშუალებას, იოლად და სიამით, ფეოდალური უზრუნველობით [ატაროს] მოფენილზე გააღრმავოს თავისი საკუთარი სიცოცხლის ხელოვნება - Ars vivendi. გასაკვირველი არაა. ასე ცხოვრობს დუგლას ვერბენსკი, კონრად ვეიტდი. არც ისაა გასაკვირველი, თუ ასეთი პიროვნების ფანტაზია ხანდახან არაჩვეულებრივი მომენტებითაა სავსე:
კინორეჟისსორი მიჩვეულია ზეკაცურ მბრძანებლობას.
კინორეჟისსორი [ნამყოფია] ოცნებობს ჰოლლივუდებით.
კინორეჟისსორს აქვს იმისი უფლება, რაც არა აქვს ჩვეულებრივ მომაკვდავს.
კინორეჟისსორს უფლება აქვს მოისურვოს - მხოლოდ.
მაგრამ თავისი უკანასკნელი სურვილის გამხელას ჯერჯერობით იგი ვერავისთან ვერ ბედავს: შეიძლება სხვანაირად გაიგოს [საზოგადოებამ] დღევანდელმა პროლეტარიატმა 60 წლის კაცის ასეთი უხიაკი სურვილი?
ასეა თუ ისე, მას გადაწყვეტილი აქვს, საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს [როგორმე, სადმე გამოსძებნოს თავის შესაფერისი ქალი, შეირთოს იგი ცოლად] რომელიმე ლამაზი ქართველი ქალის გამოძებნა და ცოლად შერთვა. [სწორედ რომ იმერელი აზნაურის, ბეკინა სამანიშვილის ამბავიაო, განსხვავება მხოლოდ იმაშიაო, გაიფიქრებს მკითხველი. მაგრამ აქ არის დიდი განსხვავება: ისტორიული და კლასიური ფონი].
და იმერელი აზნაური, ბეკინა სამანიშვილი თუ კიდევ ცოცხალია, ამ ამბავის დასაწყისშივე შეატყობს, თუ რა სენი სჭირს მომავალი კინო-რეჟისსორის, შიუკა კახაბერის გულს.
არ იმჩნევს კი. გარშემო ფაცი-ფუცია. [ყველა] ფაბრიკა ემზადება ახალი სურათის გადასაღებად [ოპერატორი, არტისტები, ყველანი მზად არიან].
- მალე დავიწყებთ? - ეკითხება კინო-ოპერატორი.
- როდისღა, როდის? - [ეკითხებიან] შფოთავენ მსახიობები.
მაგრამ კინორეჟისსორი შეუშფოთებელია.
- ნუ თუ ყველანი მოვიდნენ? არა მგონია. ჩვენ არ გვყავს შესაფერისი გმირი ქალი.
კინო-ფაბრიკა ამ დღეს არაჩვეულებრივ სურათს წარმოადგენდა: კინორეჟისსორი მიჩვეულია მბრძანებლობას. რამდენიმე დღით ადრე მის მიერ მთელ ქალაქში დაგზავნილნი იყვნენ, რეჟისსორის თანაშემწეები, ოპერატორები, მსახიობებიც კი. ისინი კინო ფაბრიკაში მოუწოდებდენ ყველას, თუ კი სადმე ლამაზი ქალი იყო. რეჟისსორს უნდა ამოერჩია მათში ყველაზე უფრო შესაფერისი - სურათისათვის, რა თქმა უნდა, ქალი.
[მალე] და აი, მოგროვდენ მოწვეული სტუმრებიც.
რეჟისსორის თვალწინ გაიშალა მწკრივი, ერთი მეორეზე უკეთესი, ულამაზესი ქალიშვილების.
მაგრამ ერთმაც კი ვერ მიიქცია განებივრებული რეჟისსორის ყურადღება: იგი მოწყენილობით სავსე თვალებით უყურებდა ამ საუცხოვო ახალგაზრდობას.
ოპერატორი და მსახიობები კი არ ასვენებენ:
- როდის დავიწყებთ?
- მალე დავიწყებთ თუ არა!
- რა დაგემართათ, ამხანაგებო! - გასწყრა რეჟისსორი, - მე არ შემიძლია გაგახაროთ ჩემი დადებითი პასუხით. ყველა ქალები, თქვენ მიერ აქ მოკრებილი, უეჭველად მშვენივრები არიან, მაგრამ სურათი, რომელსაც მე ვამზადებ, უფრო მშვენიერი უნდა იქნას. თუ ამ სურათს ეღირსა დადგმა (და ამითი ასრულდება თქვენი სურვილიც), სურათის უმთავრესი გმირი ქალი უნდა იქნას ბროლივით თეთრი სახისა და ყორანივით შავი თმებით. თუ ასეთი ქალი მოინახება, მაშინ სურათიც მალე [დამთ.] დაიდგმება.
ყველას ეწყინა - ეს ამბავი, მაგრამ რაკი ყველამ იცოდა რეჟისსორის ჯიუტი ხასიათი, აღარავინ შეედავა. გადაწყვეტილ იქნა, მოინახოს სწორედ ასეთი ქალი.
ერთმა თანაშემწეთაგანმა თავს იდვა ასეთი ქალის გამონახვა, მაგრამ ამხანაგებმა სიცილი დააყარეს.

[1930-იანი წლები]