შუალედი - დან - მდე
 
 


ტყეები


სცენაზე ბნელა. სრულიად არა სჩანს რა [გარდა] შორით შორს მბჟუტავი სანთელის გარდა. რაღაც იდუმალად, ნელი პაუზებით, გულის მომკვლელად ჰკივის მიკიოტი. სულ ცოტა ხნის შემდეგ მას გამოეხმაურება მეორე, მესამე, შორით მეოთხე. სცენაზე შორიდან ახლოვდება ანთებული კვარის სინათლე, და სცენაზე ჩნდება ორი სილუეტი. ახლო გაისმის უცნობის სტვენა. მცირე ხნის შემდეგ შორიდან უპასუხებს სტვენითვე ვიღაც.
I: - სსუუ... შენ გესმის? (ორივენი ყურს მიუგდებენ) რა საშინელი ღამეა. მგონია, ამ დაბურულ ტყეში (გაისმის ხელახლა შორი სტვენა)... სსუუ... გესმის? გესმის? ჩუმად... აქ ვიღაც უნდა იყოს... [ეს] ვიღაცა სდგას შავი.. ხედავ? აი, იქ..
- ვხედავ, მაგრამ დამშვიდდი. ეს მხოლოდ [ხეა, კუნძია]...
- ააჰ, მართლა..
- სსუუ.. შენ გესმის ხევში ვიღაცანი ბუტბუტებენ.. იქ უსათუოდ ყაჩაღების ბუდეა..
- დამშვიდდი.. ხევში მხოლოდ მდინარის ბუტბუტი ისმის.
- მაგრამ რა ბნელი ღამეა. დაიცა, ეს ვინ მოდის.. ეს, ეს (სცენაზე გამოჩნდება სილუეტი).
ლოჟები, პარტერი, ქანდარა. მქუხარე ტაშისცემა ისმის. ასეთი ოვაციებით ეგებებიან საყვარელ მსახიობს, ახალგაზრდა მსახიობს რიმანელს. იგი ახოვანი ტანის, საუცხოვო მიმზიდველი ხმის და არაჩვეულებრივი ტემპერამენტის მქონე მსახიობია. ყოველი მისი გამოსვლა...
განა სულ ერთი არ არის, თუ ვინ იყო შექსპირი? ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ მისი ნაწარმოებნი. ჰამლეტი ისევ სდგას ჩვენს წინაშე, კიდევ უფრო განახლებული და ბრწყინვალე - ახალგაზრდა მსახიობის ლუჩიო რომანელის თამაშით. მისი ტრაღიული განცდები  სრულიადაც არ არის რომელიმე თანამედროვე კონტრრევოლიუციონერის განცდები. აი, საუბარი პრინცისა და არმიის კაპიტანის ფონტირბრასის შორის. ძალიან ბევრს კითხვებში ჰამლეტი რამდენიმე საუკუნის შემდეგ მე-XX საუკუნის ციმმერვალდელებს აძლევს ხელს. დანიას XVI-XVII საუკუნისა, ინგლისს ელისაბედისა, ინგლისს იაკობ I ან ინგლისი ლლოიდ-ჯორჯისას თანაბრად მიიღებენ ხელნაწერს folio - 1623 წლისას.
ჰამლეტი და როზენკრანცი:
ჰამლეტი: - დანია - საპატიმროა.
როზენკრანც: - თუ ეს ასეა - მაშინ მთელი ქვეყანა საპატიმროა.

[1930-იანი წლები]