შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-23 - უთარიღო


     ეს იყო პატარ-პატარა იისფერი ფურცლები. მათ ნახულობდენ ყოველგან ფაბ­­რი­კაში აქა-იქ მიმობნეულთ. ათასი ხელი წვდებოდა მათ (მიიმართებოდა მათ­კენ), და­ხარბებით კითხულობდენ, გადასცემდენ ერთიმეორეს და სასო­ე­ბით ინახავდენ (კრძალ­ვით ინახავდენ).
     უზარმაზარ შენობაში იდგა ჩვეულებრივი ხმაურობა, შრომა დუღდა და გად­მო­დიოდა.
     როგორც ყოველთვის თვითეული მუშა აკეთებდა თავის ჩვეულებრივ საქ­მეს - წე­ლებზე ფეხს იდგამდა, [15 საათის განმავლობაში] თავს [ადგა] აკ­ლავ­და დაზგას. დღე-ღამეში 15 საათის განმავლობაში, [ქარხნის პატ.] მე­ქარ­ხნის (მეფაბრიკის) სა­კე­თილდ­ღეოთ.
     ჩვეულებრივად [მრისხანეთ] მკაცრ და ღრმა გულისყურით სავსეს ღო­ნე­მიხ­დილ, მოქანცულ, გასავათებულ სახეზე არავითარი ცვლილება არა სჩან­და.. იყო დრო შავბნელი. განუჭვრეტელ წყვდიადში გაჭირვებით და ხელ­მოკ­ლე­ობით მიჩ­ვე­ულ­ნი დამორჩილებას, მათ მიჰქონდათ წყევლა შრომი­სა - ერთი დღის სიცოცხლის გა­მო.
     რა მიუტანა მათ ისეთი ამ იისფერმა, პატარა ფურცლებმა, რომ მათ სა­ხე­ზე დღეს [გულის] გრძნობის ცეცხლი აგიზგიზებულა?
     დამცირებულნი სიღატაკით (სიღარიბით), დამუნჯებულნი (პირში ბურთ ჩაჩ­რილ­ნი) მონები დღეს პირველად განიმსჭვალნენ სიამაყისა და ადამიანური ღირ­სე­ბის გრძნობით.
     თვითეული სტრიქონი ამ მოსაუბრისა, პატარა ფურცლისა, სუნთქავს მა­თი ყო­ფაცხოვრების დიდისა და უკვდავი სიმართლით, აერთიანებს მათ გუ­ლებს [აღშ­ფო­თებაში] <...> და აღვიძებს მათში სულს [აჯანყებისას] აღ­შფო­თე­ბისას.
     სულგანაბულნი, მდუმარენი, შინაგანი კმაყოფილების სამართლიანი გრძნო­ბით უგ­დებენ ყურს; მათ ესმისთ: „ჩვენ შევქმენით ულევი, უანგარიშო სიმ­დიდრეები, ოქ­რო და ქსოვილი, ფარჩა და ხავერდი, ამოგვაქვს მიწის გული­დან რკინა და ქვა­ნახ­შირი, [ვაშენებთ] ვაწყობთ მანქანებს, ვაშენებთ ხომალ­დებს, გემებსა და სა­სახ­ლე­ებ­ს, გაგვყავს რკინისგზები. მთელი სიმდიდრე ქვეყ­ნისა შექმნილია ჩვენის ხე­ლებით. მოწეულია ჩვენის ოფლითა და სის­ხლით. გასამჯელოს სამაგიეროს რას ვი­ღებთ ჩვენ ჩვენი კატორღული შრო­მი­სათვის?
     მრისხანებით ადუღდება სისხლი!
     „ცარიელი (ხმელა) პური ჩვენ, რათა მდიდრებმა მილიონობით იგონ (აწ­ყონ) მი­ლიონები“.
     ისინი კითხულობენ: უბრალო და მართალი სიტყვები ცხადყოფენ, ამხე­ლენ მატ­ყუარობას და მელაძუობას (ეშმაკობას) მეპატრონეებისას.
     „რაც უფრო ცუდად იქნება ჩვენი საქმე, მით უფრო უკეთესია მათთვის!“
     ბნელით მოსილი გონება ენთება ერთი[ანი] ჭეშმარიტების ნათელით: „ჩვენ არა­ვი­საგან არ ველით [შვებას], ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ თავის-თავს დავეყ­რდნოთ“ (თა­ვისი თავის იმედი ვიქონიოთ). მორჩილება მონათა იცვლება შემ­ვიწ­რო­ე­ბელ­თად­მი ზიზღით“. ერთი საერთო მისწრაფებით არიან ისინი შეპ­ყრო­ბილნი: ერთ­მა­ნე­თის მჭიდროთ მხარის დაჭერით აღსდგნენ თავიანთ სასი­ცოც­ხლო უფლებათა და­სა­ცა­ვად.
     გაღვიძებული სული, მოწყურებულია ბრძოლას, მოწყურებულია სიმარ­თლეს, მოწ­ყურებულია შურისძიებას.
     ეს იყო პატარა იისფერი ფურცლები. ისინი აშინებდენ ძალაუფლების მქო­ნე­თა და მეპატრონეებს (хозяев), ვინაიდან მოუწოდებდნენ მონებს ბრძო­ლი­სა და მუშათა კლა­სის განთავისუფლებისკენ!
     პატარა, უბრალო ფურცელი - ნათელი და მრისხანე მაუწყებელი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, გამოვიდა ციხიდან, სადაც მას სწერდა ტყვე-პატიმარი ვლადი­მერ ილიას ძე ლენინი, რომელმაც შესწირა მთელი თავისი ცხოვრება და ჭკუა-გო­ნება და ენერ­გია ხალხთა განთავისუფლების საქმეს. მეფის მთავრობას [უბ­რალოდ] ამაოდ კი არ ეშინოდა მისი!!!