შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 25


ოლია!

ჩემი საღამო საცოდავად ჩატარდა. არავინ არ მოვიდა. მრცხვენია პირდაპირ. სალდათობის საქმე მოუწყობელია. მალე ჩამოვალ, ალბად, მოსკოვში.. აქ ძლიერ ცუდად ვგრძნობ თავს.
მივიღე შენი წერილები... ვრწმუნდები, რომ ყოჩაღი ქალი ხარ! ძლიერ ყოჩაღი. მქონდა შენთან გამოსაგზავნი წერილები, მაგრამ შენი წერილების მიღების შემდეგ ყველა დავხიე. მიიღე ჩემი წინანდელი წერილები? აქ სულ ვქეიფობ. გასაოცარი ამიდებია - კარგი! იყავი კარგად.

გალ.

[28 დეკემბერი, 1916]