შუალედი - დან - მდე
 
 


ჩიხლაძე რაისას - გალაკტიონი - 3


რაისა!

მაპატივე, მინდოდა შენთვის ყველა ჩემი ნაწერები გადმომეცა, მაგრამ ვერ მოვაგროვე... თუმცა ის, რაც აქ არის, ისიც საკმარისია ყველაფრის გამოსარკვევათ. იმას, რასაც შენ იტყვი, ჩემთვის გადამჭრელი მნიშვნელობა ექნება, რადგან არავის არაფერი უთქვამს სახეირო. აბა, რა მნიშვნელობა აქვს დაუსაბუთებელ სიტყვებს ჩემს ნიჭზე თუ უნიჭობაზე? საბუთები უპირველეს ყოვლისა, საბუთები! მე მინდა, დასაბუთებული აზრი გამოითქვას ჩემზე დაურიდებელ და ენერგიულ სიტყვებით. მაშ, ასე, რაისა...

მარადის შენი, შენი, შენი გ. ტაბიძე

[1911]