შუალედი - დან - მდე
 
 


ჩიხლაძე რაისას - გალაკტიონი - 1


გამარჯვება, რაისა!

ხომ კარგადა ხართ? რა ამბავია ქუთაისში? რა ამბებია გაზეთებში? მე მათ დიდი ხანია აღარ ვკითხულობ..
ახალი აქ, მხოლოდ ის არის, რომ ერთ პოემასა ვსწერ.. შიგ ერთი გმირი ქალი მყავს გამოყვანილი სახელად რაისა.. (ხომ არ გწყინთ?).
რანაირად ვსწუხვარ, რომ ქუთაისში ვერ გამოვიარე.. ვერც აღთქმული ლექსი წამოგიღეთ.. მაგრამ არა უშავს რა... შემდეგისთვის იყოს...
"ბარათებიც" თქვენთვის შემომიწირავს. მალე დავაბეჭდვინებ.
მშვიდობით!

თქვენი პატივისმცემელი გ. ტაბიძე


ჩემი ადრესი ხომ იცით? Ст. Белогор, учителю Г. Т.

[14 იანვარი, 1911]