შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 33


გალაქტიონ!

ძმა ძმისთვის და შავი დღისთვისო, რომ იტყვიან, ისე დარჩა. რომ შენი ბინა არა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდი. შენ, გინდა, გეწყინოს, გინდა, გაჯავრდე, მაინც ჩემიანი ხარ და სხვას ასე ხომ არ შევაწუხებდი.
იქნებ მეშველოს რამე.
ბავშვი არამიანცის საავადმყოფოში წევს საბავშო კლინიკაში.

აბესალომი

1938 წ., 8. X.

რომ ჩამოვალ, აუცილებლად პალტო უნდა ვიყიდოთ, თორემ ამ ზამთარში ამ ძველი პალტოთი ხომ არ იქნები.