შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 13


ძმაო გალაქტიონ!

ასეთი დავიწყება გაგონილა? წელიწადი გადის: წერილი არ მიმიღია. ჩამოსვლას ხომ არ ფიქრობ და არა – რაშია საქმე? აქამდე მიზეზათ იმას ასახელებდი, წიგნის დაბეჭდვამდე დრო არა მაქვსო. წიგნი დაიბეჭდა, სოხუმში გაისეირნე, სად არ დადიხარ და სახლში მოსვლა ვერაფერმა გაფიქრებია.
სხვა, ყმაწვილო, ასე მალე რათ დაგავიწყდა დაპირება: შეჭმით, რასაკვირველია, მეტიც შეიჭმება; საინტერესოა: დაგრჩა ამ ფულებიდან რაიმე თუ არა. ან ფიქრობ რაიმეს გამოგზავნას?
თუ არაფრის საშუალება არა გაქვს, მომწერე დაჩქარებით. სახლის შესახებ: გავყიდო თუ არა? მე მეტი გამოსავალი გზა არა მაქვს: ვალები მაქვს ათას მანეთამდე და უსათუოდ უნდა გადავიხადო: საიდან გადავიხდი, თუ რაიმე არ გავყიდე.
გავიგე ოკუჯავებისას არ არისო! მე ეს არ ვიცოდი და წერილი ძველი მისამართით გამოგიგზავნე. უთუოდ არ მიგიღია. ეხლა სხვა მისამართით ვაგზავნი. აუცილებლათ წერილი გამომიგზავნე. მეორე წერილსაც ვაგზავნი ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში.
თუ ახერხო, საჩქაროთ ჩამოდი.

აბესალომი

31 მაისი, 1927 წ.