შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 42


ოლია, იწერები, რომ შხამით არ კურნავენ მეგობრებსო. კარგი, მაგრამ რა შხამი გახსოვს ჩემგან? თუ ამნაირ საყვედურებზე მიდგება საქმე, მე უფრო ბევრი შხამი მახსოვს შენგან.
დიახ, დიახ!
წერილებზე ნუ დამემდურები. მე მთელ დედამიწის ზურგზე ყველასთან ასე ვიქცევი: არავის წერილს არ ვუგზავნი, მაგრამ არავინ არ მემდურება. რა საჭიროა ყოველ წუთში წერილები?

[1910-იანი წლები]