შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 29


ოლია!

ხომ კარგად ხარ?
მე ჯერჯერობით მოსკოვში ვერ ჩამოვდივარ. საქმეები აქ ძლიერ ცუდათ მაქვს. შევხვდებით და გეტყვი ყველაფერს. ოლია! თავს უფრთხილდი - თავს უფრთხილდი. თუ ასე არ მოიქცევი - შენი საქმე ცუდათ იქნება.
ჩემზე ძალიან ბევრს ნუ იფიქრებ...
ნუ დამივიწყებ.

გალაკტიონი


ოლია... ნუ დამემდურები.
შეიძლება მალე წიგნი გამოვცე აქ. მე მაშინ შემოგითვლი და ხელნაწერები გამომიგზავნე.
დღეს შენი "პაპა" ვნახე, მითხრა კეთილი სიტყვები.

[27 თებერვალი, 1917]